ვაშინგტონმა ირანის ისლამური რევოლუციის მცველთა კორპუსი ტერორისტულ ორგანიზაციად გამოაცხადა

პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, ირანის ისლამური რევოლუციის მცველთა კორპუსი ტერორისტულ ორგანიზაციად გამოაცხადა. ტრამპის გადაწვეტილება ირანზე ზეწოლის გაზრდას ისახავს მიზნად. ეს პირველი შემთხვევაა, როცა შეერთებულმა შტატებმა უცხო ქვეყნის მთავრობის ნაწილის ტერორისტულ ორგანიზაციად კლასიფიკაცია მოახდინა. გადაწვეტილებით ამერიკის იურისდიქციაში მყოფი, მცველთა კორპუსი აქტივები გაიყინება და ამერიკის მოქალაქეებს მასთან საქმის წარმოება აეკრძალებათ.

„ეს უპრეცენდენტო ნაბიჯი, რომელსაც სათავეში სახელმწიფო დეპარტამენტი უდგას, აღიარებს, რომ ირანი არა მხოლოდ ტერორიზმის დამფინანსებელი სახელმწიფოა, არამედ, ირანის ისლამური რევოლუციის მცველთა კორპუსი აქტიურად მონაწილეობს, აფინანსებს და აქეზებს ტერორიზმს და ამას სახელმწიფოს მართვის მეთოდად იყენებს“, - განაცხადა პრეზიდენტმა.

ირანმა ამბობს, რომ ის ვაშინგტონის წინააღმდეგ საპასუხო ქმედებებს განახორციელებს. გადაწვეტილების კრიტიკოსები ამბობენ, რომ ვაშინგტონის ამ ნაბიჯმა შესაძლოა მტრულად განწყობილი სხვა მთავრობების მხრიდან, ამერიკის სამხედროების და სადაზვერვო სამსახურების წინააღმდეგ მსგავსი ქმედებები განაპირობოს.

ტრამპმა გადაწვეტილება 2015 წლის ირანის ბირთვული შეთანხმების დატოვებიდან ერთი წლისთავზე მიიღო.

გადაწვეტილებაზე საუბრისას, სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ განაცახადა, რომ მცველთა კორპუსი, გარდა იმისა, რომ აფინანსებს ტერორისტულ ორგანიზაციებს, ასევე ჩართულია კორუფციაში, არაკანონიერ საქმიანობაში და თამაშობს წამყვან როლს ირანში ამერიკის მოქალაქეების დაკავებაში.

“ორმოცი წლის განმავლობაში ისლამური რესპუბლიკის რევოლუციის მცველთა კორპუსი აქტიურადაა ჩართული ტერორიზმში და ქმნის, მხარს უჭერს და მართავს ტერორისტულ დაჯგუფებებს. მცველთა კორპუსი ლეგიტიმური სამხედრო ორგანიზაციის ნიღაბის უკან იმალება, თუმცა ამით არავინ უნდა მოტყუვდეს. ის ხშირად არღვევს შეიარაღებული კონფლიქტის წესებს, გეგმავს და ახორცილებს ტერორისტულ კამპანიას მსოფლიოს გარშემო“, - განაცხადა სახელწმიფო მდივანმა მაიკ პომპეომ სახელმწიფო დეპარტამენტში გამოსვლისას.

ირანის ისლამური რევოლუციის მცველთა კორპუსი 1979 წელს, ქვეყნის შიიტი თეოკრატიული რეჟიმის დასაცავად შექმნა. ის ირანის ეკონომიკის დიდ ნაწილს აკონტროლებს და მნიშვნელოვანი გავლენა აქვს პოლიტიკურ სისტემაზე. ამასთან, ის მთავარი მოთამაშეა ირანის ბირთვული პროგრამის განვითარებაში.