დღეს კანადაში სასამართლოს წინაშე წარსდგება მანქანის მძღოლი, რომელსაც ტორონტოში ფეხით მოსიარულეებში მანქანით შევარდნა და 10 ადამიანის მოკვლა ედება ბრალად. ინციდენტი ონტარიოს დედაქალაქში ორშაბათს, დღის მეორე ნახევარში მოხდა.
ტორონტოს პოლიციის შეფის, მარკ სანდერსის განცხადებით, ეჭვმიტანილი 25 წლის ალეკ მინასიანია. სამართალდამცავები ფიქრობენ, რომ ეს წინასწარ განზრახული მკვლელობა იყო, თუმცა სავარაუდო მოტივის შესახებ ჯერჯერობით არაფერია ცნობილი.
ეს ბოლო ათეული წლების მანძილზე ყველაზე მსხვერპლიანი მასობრივი მკვლელობის შემთხვევაა კანადაში. გარეგნული ნიშნებით, ის დაჯგუფება "ისლამური სახელმწიფოსადმი" სიმპათიით განწყობილ მკვლელთა თავდასხმას გავს. ამის მიუხედავად, კანადელი სამართალდამცავების ცნობით, დანაშაულის კავშირი ქვეყნის ეროვნულ უსაფრთხოებასთან ამ ეტაპზე არ იკვეთება.