84 ადამიანი დაიღუპა და ასზე მეტი დაშავდა გუშინ საფრაგეთის ქალაქ ნიცაში. ბასტილიის დღის აღსანიშნად შეკრებილ ხალხში სატვირთო ავტომობილი შევარდა და შეკრებილი ხალხის მიმართულებით ცეცხლი გახსნა.
თავდამსხმელმა მანქანით ორი კილომეტრი გაიარა და ტროტუარზე მოსეირნე ადამიანებს მანამ ესროდა, სანამ ის პოლიციის ოფიცერმა სასიკვდილოდ არ დაჭრა.
დაღუპულია 10 ბავშვი, დამატებით 50 ბავშვია ჰოსპიტალიზებული. დაღუპულებს შორის ამერიკის 2 მოქალაქეა, შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა მომხდარი დაგმო.
მთავრობის ცნობით, ასევე დაღუპულები არიან პოლიციელები და სულ მცირე 18 ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია.
პოლიციის ინფორმაციით, ლიკვიდირებული თავდამსხმელი 31 წლის ტუნისური წარმოშობის საფრანგეთის მოქალაქეა. წარსულში ძალადობისთვის ნასამართლევი მამაკაცი რადიკალიზაციაში შემჩნეული არ ყოფილა.
პრეზიდენტ ფრანსუა ოლანდის შეფასებით, თავდასხმას ტერორიზმის ელემენტები ჰქონდა:
“ვერაფერი შეგვაწყვეტინებს ბრძოლას ტერორიზმთან. ისლამური ტერორიზმის საფრთხის პირისპირ საფრანგეთი ერთიანია. ჩვენ უნდა ვაჩვენოთ სრული სიფხიზლე,” განაცხადა პრეზიდენტმა დღეს დილით, ქვეყნისადმი მიმართვისას.