ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მოსკოვი: "აფეთქება თვითმკვლელმა ტერორისტმა მოაწყო"


რუსი გამომძიებლები აცხადებენ, რომ ორშაბათს, სანკტ-პეტერბურგში, პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის ვიზიტის დროს, ხალხით სავსე მეტროში სასიკვდილო აფეთქება თვითმკვლელმა ტერორისტმა მოაწყო.

ქვეყნის საგამოძიებო კომიტეტი აცხადებს, რომ აღმოაჩინეს სავარაუდოდ, თვითმკვლელი ტერორისტის - მამაკაცის დამწვარი ცხედარი. აფეთქებას 14 ადამიანი ემსხვერპლა, 50 კი დაშავდა. დღეს დილით, მოსკოვის ახლო მოკავშირის, ყირგიზეთის ხელისუფლებამ ეჭვმიტანილი ტერორისტი ამოიცნო: ის ყირგიზეთში 1995 წელს დაბადებული აქბარჟონ ჯალილოვია.

ჯერ-ჯერობით ცნობილი არ არის, იყო თუ არა ჯალილოვი თვითმკვლელი ტერორისტი. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა თავის თავზე არავის აუღია.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG