ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბრიტანეთის პოლიცია მესამე თავდამსხმელის ვინაობას ამხელს


ლონდონის პოლიცია თავდამსხმელების ფოტოებს ავრცელებს
ლონდონის პოლიცია თავდამსხმელების ფოტოებს ავრცელებს

დღეს ბრიტანელებმა წუთიერი დუმილით მიაგეს პატივი ლონდონში შაბათს მომხდარი ტერორისტული აქტის მსხვერპლს. პოლიციამ მესამე თავდამსხმელის ვინაობა გაამხილა, რომელიც სამართალდამცავებმა ადგილზევე მოკლეს. დედაქალაქის პოლიცია ფიქრობს, რომ ეს არის 22 წლის იუსუფ ზაგბა. ის წარმოშობით მაროკოელი იტალიის მოქალაქეა, რომელიც ლონდონის აღმოსავლეთ ნაწილში ცხოვრობდა.

დანარჩენი ორი ტერორისტის ვინაობა ორშაბათს გახდა ცნობილი. ესენი არიან 27 წლის ბრიტანეთის მოქალაქე ხურამ შაზად ბათი და ასევე ლონდონის აღმოსავლეთ ნაწილში მცხოვრები, 30 წლის რიჩარდ რედოანი. კონტრტერორიზმის საქმესთან დაკავშირებით სულ 13 ადამიანი დააკავეს, მოგვიანებით კი 12 გაუშვეს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG