ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დიდ ბრიტანეთში პოლიციამ, ტერაქტებთან კავშირში, 11 ადამიანი დააკავა


ბრიტანეთის პოლიციამ ლონდონში მომხდარ თავდასხმასთან კავშირში ეჭვმიტანილი 11 პირი დააკავა.

ბრიტანეთის პრემიერ მინისტრის, ტერეზა მეის განცხადებით, პოლიციისთვის ცნობილია იმ სამი თავდამსხმელის ვინაობა, რომლებმაც შაბათს 7 ადამიანი მოკლეს და 50-ზე მეტი დაჭრეს.

მეი ამბობს, რომ მათი სახელები მაშინ გამოქვეყნდება, როდესაც ეს გამოძიებას ზიანს ვეღარ მიაყენებს, ამ დროისთვის კი ტერორისტულ აქტთან კავშირში ეჭვმიტანილი 11 ადამიანია დაკავებული. პოლიცია კვლავ მუშაობს მსხვერპლთა ვინაობის დადგენაზე, თუმცა ცნობილია, რომ ისინი სხვადასხვა ეროვნების წარმომადგენლები არიან.

„ეს იყო თავდასხმა ლონდონსა და დიდ ბრიტანეთზე, მაგრამ ასევე თავდასხმა თავისუფალ სამყაროზე“ - განაცხადა დღეს მეიმ.

თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ე.წ. „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო. 8 ივნისს კი ბრიტანეთში საპარლამენტო არჩევნები იმართება. მოსალოდნელია, რომ ამ უკანასკნელმა თავდასხმამ შესაძლოა ამომრჩეველთა გადაწყვეტილებაზეც მოახდინოს გავლენა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG