უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანისა და მთავარი პროკურორის გადადგომის მოთხოვნით, ბუდაბეშტში, 26 მარტს საპროტესტი აქცია გაიმართა. დემონსტრანტები საპროტესტო აქციაზე მას შემდეგ გამოვიდნენ, რაც მთავრობის ყოფილმა წევრმა, ორბანის უფროსი თანაშემწე კორუფციულ საქმიანობაში დაადანაშაულა.
მომიტინგეები მთავარი პროკურატურის შენობიდან პარლამენტისკენ გაემართნენ, შეძახილებით - „გადადექი, გადადექი“.
ასევე ნახეთ: ორბანი: პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში, ტრამპი უკრაინას ფულს არ მისცემს და ომი დასრულდებაპიტერ მაგიარმა, ჯუდიტ ვარგასთან, მაშინ მის მეუღლესთან და უნგრეთის იუსტიციის მინისტრთან საუბრის ჩანაწერი გამოაქვეყნა, სადაც აღწერილია ორბანის ადმინისტრაციის უფროსის თანაშემწეების მცდელობა, ამოეღოთ გარკვეული ნაწილები დოკუმენტებიდან.
საქმე ეხება იუსტიციის სამინისტროს ყოფილ სახელმწიფო მდივანს, პალ ვოლნერს, რომელსაც 2022 წელს, სასამართლოს მანდატურების ყოფილი ხელმძღვანელის, გიორგი შადლისგან ქრთამის აღებაში ბრალი წაუყენეს. დანაშაულს არცერთი არ აღიარებს. პროკურორები მათთვის პატიმრობის შეფარდებას ითხოვენ.
43 წლის მაგიარი, რომელიც ადრე მთავრობასთან დაახლოებული ადვოკატი იყო, ახალი პარტიის შექმნას გეგმავს.
„უნგრელები მადლობას გიხდით... იმისთვის, რომ ამაღამ ათასობით მოხვედით... რათა ხელისუფლებაში მყოფებს ვუთხრათ - კმარა”,- უთხრა მან მომიტინგეებს, სიტყვით გამოსვლისას.
იუსტიციის ყოფილ მინისტრ ვარგას, რომელმაც საინფორმაციო სააგენტო “როიტერის” მიერ კომენტარის მოთხოვნას არ უპასუხა, ფეისბუქის საკუთარ გვერდზე გამოქვეყნებულ პოსტში, ჩანაწერის ავთენტურობა არ უარყვია.
"პიტერ მაგიარმა ჩვენს სახლში ფარული ჩანაწერი გააკეთა და ახლა ეს თავისი პოლიტიკური მიზნების მისაღწევად გამოიყენა. ის არავის ნდობის ღირსი არ არის", - წერს ის.
ასევე ნახეთ: ტრამპის გუნდი ორბანის პასუხად ამბობს, რომ ომის მოლაპარაკებით დამთავრება მისი პრიორიტეტი იქნებამთავრობის სპიკერმა, ზოლტან კოვაქსმა უარი თქვა ჩანაწერის შინაარსის შესახებ, “როიტერის” მიერ ელექტრონული ფოსტით გაგზავნილ შეკითხვაზე ეპასუხა და თქვა, რომ ეს არის: „დიდი აჟიოტაჟი არაფრის გამო“.