დარაიას და მოადამიას გარეუბნები ბაშარ ალ-ასადის ერთგულმა ძალებმა რაკეტებით დაბომბეს
სირიის ოპოზიციის განცხადებით, სამთავრობო ძალებმა დამასკოს ორი გარეუბანი დაბომბეს, რომლებსაც მეამბოხეები აკონტროლებენ.
დარაიას და მოადამიას გარეუბნები ბაშარ ალ-ასადის ერთგულმა ძალებმა რაკეტებით დაბომბეს. ამ რაიონში სირიის სამთავრობო ჯარების კონცენტრაცია შეინიშნება, რომლებიც აჯანყებულთა პოზიციებზე გადამწყვეტი შეტევისთვის ემზადებიან.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან სერგეი ლავროვთან და შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანთან ჰილარი კლინტონთან შეხვედრის შემდეგ, სირიაში გაეროს წარმომადგენელმა ლახდარ ბრაჰიმიმ განაცხადა, რომ მოსკოვი და ვაშინგტონი სირიის პრობლემის გადაწყვეტას მშვიდობიანი გზებით ცდილობენ.