ჰილარი კლინტონმა, რომელიც სახელმწიფო მდივნის თანამდებობას მალე დატოვებს, ჟურნალისტებთან საუბარში ეგვიპტეში მიმდინარე საპროტესტო აქციების შესახებ ილაპარაკა და თქვა, რომ დიალოგი დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს.
ეგვიპტის პოლიტიკოსებს მოვუწოდებთ დემოკრატიული დიალოგით უთანხმოებები გვერდზე გადადონ და ლიდერებს კი ვთხოვთ რომ რეზულტატმა ყველა ეგვიპტელისთვის რევოლუციის დემოკრატიული დანაპირები უზრუნველყოს. საკუთარი მომავალი მხოლოდ ეგვიპტელმა ხალხმა უნდა განსაზღვროს. თუმცა ჩვენ გვინდა ყოვლისმომცველი პროცესის ხილვა, დიალოგის დაწყება, რომელიც განსხვავებული ადამიანების მოსაზრებების ურთიერთგაცვლით იქნება გაჯერებული. ეს ეგვიპტეში დემოკრატიულ პროცესს განავითარებს.
კლინტონმა ამასთან თურქეთში ნატოს მიერ პატრიოთის რაკეტების განლაგება შეაფასა, თქვა რა, რომ ეს ქვეყნის თავდაცვისუნარიანობას ემსახურება.
ნატოს დიდი დამსახურებაა, რომ გადაწყდა პატრიოტის რაკეტების თურქეთში განლაგება, რადგან ეს ნაბიჯი ძალიან შეესატყვისება ალიანსის წევრებს შორის სოლიდარობის პრინციპს. ეს ხდება თავდაცვის მიზნით, რაც ჩვენს მიერ შეთანხმებულ განცხადებაში ნათლად არის ხაზგასმული. ეს ნაბიჯი თურქეთის დაცვას ისახავს მიზნად. მას არ ექნება შემტევითი ან სხვა მიზანი. მე არ ვფიქრობ, რომ ეს ფაქტი განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს სირიაში მიმდინარე ტრაგიკული მოვლენების ფონზე. თუმცა ჩვენ სირიას მკაფიო სიგნალს ვუგზავნით, რომ თურქეთს ნატოს ყველა მოკავშრის სრული მხარდაჭერა აქვს.
ჰილარი კლინტონის განცხადებით, მას იმედი აქვს, რომ თურქეთის მეზობელი სირია რაკეტების საზღვარზე განლაგებას ამერიკისა და მისი მოკავშრეების მტკიცე გადაწყვეტილებად შეაფასებს.
ამერიკის პრეზიდენტის ბარაკ ობამას მიერ სირიის მისამართით გამაფრთხილებელი განცხადების გაკეთების შემდეგ, რომ ქიმიური იარაღის შესაძლო გამოყენებას უარყოფითი შედეგები მოჰყვება, სახელმწფო მდივანმა აღნიშნა, რომ შეშფოთება მართლაც არსებობს იმასთან დაკავშირებით, რომ ასადის სასოწარკვეთილმა რეჟიმმა შესაძლოა მართლაც გამოიყენოს ქიმიური იარაღი ან მათზე კონტროლის დაკარგვის შემდეგ იარაღი ერთერთი დაჯგუფების ხელშ აღმოჩნდეს. კლინტონმა აღნიშნა, რომ ასეთი ფაქტი სირიასთან მიმართებაში წითელ ხაზს გასცდება და რომ მომხდარზე პასუხისმგებელი პირებს პასუხი მოეთხოვებათ.