ათასობით ეგვიპტელი შეიკრიბა თაჰრირის მოედანზე. ისინი პრეზიდენტ მუჰამედ მორსის გადაწყვეტილებას აპროტესტებენ. ეგვიპტის პრეზიდენტმა უმაღლესი სასამართლოს მოსამართლეებს განუცხადა, რომ საპროტესტო აქციების მიუხედავად, ახალი დეკრეტით პრეზიდენტისთვის მინიჭებული უფლებები ძალაში დარჩება. უმაღლესი ხელისუფალი საკუთარ თავს კანონზე მაღლა აყენებს და აცხადებს, რომ მისი განჩინება სასამართლო, ან სხვა რაიმე სახის განხილვას და გასაჩივრებას არ ექვემდებარება.
შეერთებული შტატები ღრმა შეშფოთებას გამოთქვამს ეგვიპტის პრეზიდენტის გადაწყვეტილებით გამოწვეული არეულობის ახალი ტალღის გამო.
სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერის, ვიქტორია ნულანდის განცხადებით, ჰილარი კლინტონი ამის თაობაზე ეგვიპტის საგარეო საქმეთა მინისტრ მუჰამედ ქამელ ამრს ტელეფონით ესაუბრა. სახელმწიფო მდივანმა ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ ვაშინგტონი პრობლემების დემოკრატიული გზით გადაწყვეტას დიდ მნიშვნელობას ანიჭებს.
„ჩვენი სურვილია საკონსტიტუციო პროცესები (ეგვიპტეში) ისე განვითარდეს, რომ ძალაუფლების კონცენტრირება ერთი ადამიანის ხელში არ მოხდეს, რაც კანონის უზენაესობის და ადამიანის უფლებების დაცვის გარანტია იქნება,“ - აღნიშნა სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა.