ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ვითარება ეგვიპტეში


მხარეები გრანდიოზული აქციებისთვის ემზადებიან

ეგვიპტის პრეზიდენტი მოჰამედ მორსი ქვეყნის უზენაესი სასამართლოს საბჭოს წევრებს შეხვდება. მოსამართლეები ცდილობენ დაარწმუნონ პრეზიდენტი, რომ შეზღუდოს ის ბრძანება, რომლის ძალითაც გასულ კვირას უფლებამოსილება გაიფართოვა. შედეგად ქვეყანაში საპროტესტო აქციები და მღელვარება დაიწყო.

დემონსტრანტები ამ დრომდე ქაიროში თაჰრირის მოედანზე არიან დაბანაკებული და პრეზიდენტ მორსისგან გადაწყვეტილების შეცვლას ითხოვენ. ხვალისთვის ოპოზიციის და პრეზიდენტის მხარდამჭერებიც მასობრივი საპაროტესტო აქციებისთვის ემზადებიან. „ეს არის ის პრეცედენტი, რომელსაც არავინ ელოდა არჩეული პრეზიდენტისგან,“ - აცხადებს ვაილ ხალილი.
XS
SM
MD
LG