ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ეგვიპტეში არეულობა გრძელდება


თაჰრირის მოედანზე საპროტესტო აქციის მონაწილეები საპრეზიდენტო დეკრეტის გაუქმებას ითხოვენ

ქალაქ დამანჰურში ეგვიპტის პრეზიდენტის, მოჰამედ მორსის მოწინააღმდეგეები მუსლიმთა საძმოს ოფისში შეიჭრნენ. არეულობის შედეგად გარდაიცვალა ერთი და დაიჭრა ორმოცამდე ადამიანი.

საძმოს ლიდერების ცნობით, შეტაკების მსხვერპლი 15 წლის მოზარდი გამოდგა, თუმცა ვერ დგინდება დაღუპვის ზუსტი გარემოება.

საგულისხმოა, რომ დაღუპული მოზარდი პირველი მსხვერპლია, რომელიც გასული ხუთშაბათის შემდეგ რეფორმატორული და ლიბერალური აქტივისტების მიერ საპროტესტო აქციების დაწყებას მოჰყვა. დემონსტრანტები პრეზიდენტ მორსის მიერ გამოცემულ დეკრეტს აპროტესტებენ, რომელიც პრეზიდენტს დამატებით უფლებამოსილებას ანიჭებს.

თაჰრირის მოედანზე დემონსტრანტები მესამე დღეა არიან დაბანაკებული და პრეზიდენტის განკარგულების გაუქმებას მოითხოვენ.
XS
SM
MD
LG