ეგვიპტის ოფიციალური პირების განცხადებით, სამგზავრო მატარებელი ბავშვებით სავსე სკოლის ავტობუსს შეეჯახა. ამ კატასტროფის შედეგად 49 ადამიანი დაიღუპა. დაღუპულთაგან თითქმის ყველა ბავშვი იყო. უბედური შემთხვევა ქაიროდან 300 კილომეტრის დაშორებით მდებარე სოფელ მანფალუტთან მოხდა.
ავტობუსში 60 ბავშვი იჯდა, რომელთა ასაკი 4-დან 6 წლამდე გახლდათ. ეგვიპტის ხელისუფლების განცხადებით, ინციდენტის დროს რკინიგზის გადამკვეთი საგზაო მაგისტრალი ღია იყო, რაშიც მეისრეს მიუძღვის ბრალი, რომელიც ამჟამად დაკავებულია.
ეგვიპტის ტრანსპორტის მინისტრი ტრაგედიის შემდეგ დაუყოვნებლივ გადადგა თანამდებობიდან. პრეზიდენტმა მუჰამედ მორსიმ დაღუპულთა ოჯახების დასახმარებლად სპეციალური სამთავრობო კომისია შექმნა.