ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სირიელი მებრძოლების თავშესაფარი იორდანიაში


ზოგი თანამემამულისგან განსხვავებით, სირიელ მებრძოლებს სამშობლოში დაბრუნება სურთ

გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:00:00 0:00
ბმული

სირიელი ლტოლვილების დიდი ნაწილი იორდანიის ლტოლვილთა ბანაკში კონფლიქტის დასრულებას ელის. ისინი სამშობლოში მხოლოდ მაშინ დაბრუნდებიან, როდესაც პრეზიდენტი ბაშარ ალ ასადი თანდებობიდან გადადგება. მაგრამ ზოგიერთ ახალგაზრდა სირიელ მამაკაცს სირიაში უახლოეს მომავალში დაბრუნება სურს.

იორდანიის დედალაქის ერთ კერძო სახლში სირიელი მამაკაცები კონფლიქტის ზონიდან მოშორებით ცხოვრობენ. ისინი ზოგი თანამემამულისგან განსხვავებით ჩვეულებრივი ლტოლვილები არ არიან.

იასერ ოვეირი გაჯანსაღების პროგრამას ხელმძღვანელობს. იგი ერთერთ სირიელ მამაკაცს გვაცნობს:

„ეს ადამიანი ჯარისკაცებმა ფეხში დაჭრეს, ახლა ვეღარ მოძრაობს და სიარული უჭირს,“

ოვეირი დანარჩენ სირიელთა ჭრილობებზეც საუბრობს. ზოგს მხარშია აქვს ტყვია მოხვედრილი,ზოგმა ბრძოლების დროს თვალი დაკარგა. ყველა მათგანს პრეზიდენტ ასადის შეიარაღებულ ძალებთან მოუწია დაპირისპირება. ოვეირი ლტოლვილთა საცხოვრებელ პირობებზე საუბრობს;

„ამ სახლში ძირითადად დაჭრილი სირიელი მებრძოლები ცხოვრობენ.იორდანიაში გასულ წელს ჩამოვიდნენ, სულ 20 მამაკაცია,

რამდენიმე სირიელი ლტოლვილი ამ სახლში გაეროს რეკომენდაციით მოხვდა. თუმცა არიან ისეთებიც, ვინც პროგრამის მესვეურებმა რეკომენდაციის გარეშე შეიფარეს. ენდრიუ ჰარპერი იორდანიაში გაეროს ლტოლვილთა პროგრამას ხელმძღვანელობს:

„ჩვენ ვამოწმებთ ამ ადამიანების წარსულს.ლტოლვილის სტატუსს ყველას არ ვანიჭებთ,თუმცა დახმარებაზე უარი არავისთვის გვითქვამს,“

სირიელ მამამკაცთა უმეტესობას ეამაყება, რომ ქვეყნის გათავისუფლებისთვის იბრძოდა. ლოაი ისმაილი თავის დროზე ბაშარ ალ ასადის სამთავრობო ძალების მხარეს იბრძოდა, თუმცა შემდეგ მეამბოხებს შეუერთდა და ყოფილ თანამებრძოლებთან შეტაკებისას დაიჭრა:

ისმაილს სჯერა, რომ მალე გამოჯანმრთელდება და სირიაში დაბრუნდება. ისიც დანამდვილებით იცის, რომ თავისუფალი არმიის რიგებში ჩაეწერება და ასადის რეჟიმის წინააღმდეგ იბრძოლებს.

იასერ ოვეირის ვაჟს სახელად ეზატი ჰქვია. ისიც ამ სახლში ცხოვრობს, ფეხები დაცხრილული აქვს და შეტაკების მომენტიც კარგად ახსოვს. ეზატი იგონებს დღეს, როდესაც მათ სახლს ჭუვრი მოხვდა.იმ დღის კოშმარების დავიწყებაში მას იორდანელი ექიმები ეხმარებიან. თუმცა, როგორც სპეციალისტები ამბობენ, სულიერი ჭრილობები ფიზიკურ ჭრილობებთან შედარებით, ბევრად უფრო გვიან იკურნება.
XS
SM
MD
LG