ასადის ოპოზიცია რუსეთის წინადადებას სირიის ქიმიური იარაღის გადაცემის შესახებ უნდობლობას უცხადებს
სირიის ხელისუფლების სამხედრო ძალებმა დამასკოს სიახლოვეს მდებარე ქალაქებში - ბარეზიში, მადამაიაში და ჯუბარში დაბანაკებულ ამბოხებულებს საარტილერიო ცეცხლი გაუხსნეს. ხელისუფლების მხრიდან თავდასხმა ჟენევაში შეერთებული შტატების და რუსეთის მხარეებს შორის მოლაპარაკებებს დაემთხვა, სადაც შაბათს მომზადდა პროექტი სირიაში არსებული ქიმიური იარაღის საცავების დემონტაჟის შესახებ.
სტამბოლში, სირიის ხელისუფლებასთან დაპირისპირებული ძალების ხელმძღვანელმა გენერალმა სელიმ იდრისმა რუსეთი ქიმიური იარაღის დემონტაჟთან დაკავშირებით იმ მოტივით გააკრიტიკა, რომ რუსეთის ფედერაცია ამ კონფლიქტში, მისი აზრით, ნეიტრალურ მხარეს არ წარმოადგენს.
სელიმ იდრისი: ოპოზიცია კატეგორიულად ეწინააღმდეგება რუსეთის შემოთავაზებას, ვინაიდან არ ვენდობით არც ასადის რეჟიმს და არც რუსეთს, რომელიც სირიის ხელისუფლებას საკუთარი მოქალაქეების მიმართ არაადამიანურ მოპყრობაში ეხმარება. ამ ინიციატივის მიზანი დროის მოგებაა, რომ ასადმა ამ სიტუაციიდან გამოსავალი იპოვნოს. ამ წინადადებას ოპოზიციისთვის არაფრის მოტანა არ შეუძლია და ისინი ბრძოლას განაგრძობენ.
ამასობაში, სირიის ხელისუფლების საინფორმაციო არხმა, „ ალ -იქბარმა“ სირიის მეზობელი ქვეყანა, თურქეთი იმ სირიელი ამბოხებულების მხარდაჭერაში დაადანაშაულა, რომელთაც მათი მტკიცებით ქიმიური იარაღი აქვთ. მაუწყებლობამ ეთერში კითხვა დასვა, შედის თუ არა ქიმიურ იარაღთან დაკავშირებულ ვაშინგტონის გეგმებში „მეამბოხეების მეკავშირე თურქეთის დასჯა“ . არხზე ასევე აჩვენეს კადრები, სადაც ჩანს ქიმიური იარაღით დატვირთული ტომრები და წარწერა „ დამზადებულია საუდის არაბეთში“. ამბოხებულთა მეთაური სელიმ იდრისი ირწმუნება, რომ მის ძალებს „ანუ სირიის დამოუკიდებელ არმიას მათ მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე არანაირი ქიმიური იარაღი არ გააჩნიათ“. ასევე მან დასძინა, რომ მუშაობაში გაეროს ინსპექტორებს ხელს არ შეუშლიან, თუკი ისინი მისიის ფარგლებში მათ მიერ კონტროლირებულ ადგილებში შემოწმების მიზნით შესვლას მოისურვებენ.
გენერალი იდრისიც და ოპოზიციის სხვა ლიდერებიც სირიის ხელისუფლებას მოსაზღვრე ქვეყნებში - ლიბიაში და ერაყში ქიმიური იარაღის მალულად გადატანის დროს უსაფრთხოების კორიდორის შექმნაში ადანაშაულებენ. „ ვოლ სტრით ჯორნალმა“ პარასკევს გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ სირიის ხელისუფლებამ ქვეყნის 50-მდე ქალაქში ქიმიური იარაღი უკვე შეიტანა.
ოპოზიციური წყაროები ირწმუნებიან, რომ სამთავრობო სამხედრო ვერტმფრენებმა სამხრეთით მდებარე ქალაქ დარააში მდებარე ამბოხებულთა პოზიციები დაბომბეს რათა მათი მხრიდან წინააღმდეგობის გაწევის საშუალება მოესპოთ. ოპოზიციის მტკიცებით, შაბათს ხელისუფლების გეგმის მიხედვით ასევე იდლიბთან მდებარე, ჩრდილოეთ ქალაქი - სარაქებიც დაიბომბა.