ბჟანია სირიაში და ანტიოქიის პატრიარქის დემარში

Your browser doesn’t support HTML5

სირიის დიქტატორმა ბაშარ ალ-ასადმა, ბოლო სამი წლის მანძილზე ოკუპირებული აფხაზეთის „ლიდერს“ მეორედ უმასპინძლა. ასლან ბჟანია დამასკოში რუსეთის თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი TU-154M-ით ჩაფრინდა. ეს ვიზიტი ანტიოქიის პატრიარქის დემარშით იყო საყურადღებო, იოანე X აფხაზ სეპარატისტებს პირველად შეხვდა.