რუსეთი თურქეთისგან ახსნა-განმარტებას ითხოვს

თურქეთის საბრძოლო გამანადგურებლების მოქმედებამ საფრთხე შეუქმნა თვითმფრინავის მგზავრებს
რუსეთი თურქეთისგან ახსნა-განმარტებას ითხოვს თურქეთის სამხედრო-საჰაერო ძალების მიერ სირიის თვითმფრინავის ანკარას აეროდრომში ძალით დასმის გამო, რომელიც სამგზავრო რეისს მოსკოვიდან დამასკოში ასრულებდა.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, თურქეთის საბრძოლო გამანადგურებლების მოქმედებამ საფრთხე შეუქმნა თვითმფრინავის მგზავრებს, რომელთა შორის რუსეთის 17 მოქალაქეც იმყოფებოდა.

თურქეთის ხელისუფლებამ თვითმფრინავს სირიაში გაფრენის საშუალება მას შემდეგ მისცა, რაც გარკვეული ტვირთის კონფისკაცია მოახდინა. აღსანიშნავია, რომ ამ ტვირთში რაკეტის ნაწილები შედიოდა.