ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სირიის თვითმფრინავი გათავისუფლებულია


ანკარამ თვითმფრინავის ტვირთს კონფისკაცია იმ მიზეზით გაუკეთა, რომ მასში სავარაუდოდ რაკეტის ნაწილები შედიოდა

თურქეთმა გაათავისუფლა დაკავებული სირიული სამგზავრო თვითმფრინავი, რომელიც მოსკოვიდან დამასკოში მიფრინავდა.

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, აჰმეთ დავუთუღლუს განცხადებით, ანკარას ესენბოგას აეროპორტმა საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის კანონების დარღვევის გამო, სირიის აერობუს A320-ს ბარგის გადატანაზე უარი უთხრა.

მინისტრის განცხადებით, სირიის სამგზავრო თვითმფრინავს, რომლის ბორტზეც 30 მგზავრი (რუსეთის 17 მოქალაქე) იმყოფებოდა, უფლება მიეცა სირიის დედაქალაქის მიმართულებით ტვირთის გარეშე გაფრენილიყო.

მედიის განცხადებით, აეროპორტმა თვითმფრინავის ტვირთს კონფისკაცია იმ მიზეზით გაუკეთა, რომ მასში რაკეტის ნაწილები შედიოდა. სირიის მთავრობამ მომხდარზე კომენტარი არ გააკეთა.

რუსეთი თურქეთის მხრიდან განმარტებას ითხოვს. საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ თურქეთის მოქმედებებმა მგზავრების სიცოცხლესა და უსაფრთხოებაზე იქონია გავლენა.
XS
SM
MD
LG