ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

„ნატო" თურქეთის დასახმარებლად მზადაა


რასმუსენის განცხადებით, კოალიცია გაეროს გადაწყვეტილებას ელოდება

„ნატო"-ს გენერალური მდივნის განცხადებით, თუ საჭირო გახდა, ალიანსი თურქეთს სირიის მხრიდან მიყენებული შეტევებისგან დაიცავს.

რასმუსენის განცხადებით, კოალიცია მზადაა ქმედითი ნაბიჯები გადადგას, თუმცა, იმედს გამოთქვამს, რომ მსგავსი ნაბიჯები საჭირო არ იქნება.

სამშაბათს, გენერალურმა მდივანმა განაცხადა, რომ ორდღიანი შეხვედრის პირველ დღეს, ნატოს თავდაცვის მინისტრებს სირიის და თურქეთის საზღვარზე შექმნილი სიტუაციის შესახებ არ უმსჯელიათ.
XS
SM
MD
LG