ჰეზბოლას მეთაურმა პირობა დადო, რომ მისი მებრძოლები სირიაში იმდენ ხანს დარჩებიან, რამდენიც საჭირო იქნება
ლიბანში დაფუძნებული შეიარაღებული დაჯგუფება ჰეზბოლას მეთაურმა პირობა დადო, რომ მისი მებრძოლები სირიაში იმდენ ხანს დარჩებიან, რამდენიც საჭირო იქნება.
ხუთშაბათს, იშვიათ საჯარო გამოსვლაში, ჰასან ნასრალამ სამხრეთ ბეირუთში შეკრებილ ათასობით შიიიტს უთხრა, რომ ჰეზბოლა თავდაცვაში ეხმარება მეზობელ სირიას, როცა ამბოხებულები ცდილობენ პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის დამხობას.
სირია, ირანთან ერთად ამ დაჯგუფების უმნიშვნელოვანესი მხარდამჭერია.
წლის დასაწყისიდან ჰეზბოლას მებრძოლები ღიად მონაწილეობდნენ ბრძოლებში და მნიშვნელოვანი როლი ითამაშეს ლიბანის საზღვრისპირა ქალაქის ხელმეორედ დაპყრობაში. ისინი ასევე ებრძოდნენ ამბოხებულებს დამასკოს გარშემო.
ლიბანი დაყოფილია სირიის კონფლიქტთან მიმართებაში. სუნიტების უმრავლესობა ოპოზიციას ემხრობა, შიიტების უმრავლესობა კი ასადს უჭერს მხარს. შეიარაღებული დაპირისპირებები და აფეთქებები ლიბანის ტერიტორიაზეც გავრცელდა, მათ შორის იყო სასიკვდილო თავდასხმები ბეირუთში.