ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ევროკავშირმა ჰეზბოლა შავ სიაში შეიყვანა


ევროგაერთიანებამ ტერორისტულ ორგანიზაციათა სიაში ჰეზბოლას სამხედრო ფრთა შეიყვანა

გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:02:41 0:00
ბმული

ევროკავშირმა ტერორისტულ ორგანიზაციათა სიაში ჰეზბოლას სამხედრო ფრთა შეიყვანა. ბრიუსელში გამოითქვა შეშფოთება ჰეზბოლას ქმედებებზე სირიაში და გასულ წელს ბულგარეთში მოწყობილი ტერაქტის გამო. პარიზიდან ლიზა ბრაინტი მოგვითხრობს იმის შესახებ, თუ რას ნიშნავს ეს გადაწყვეტილება ლიბანის ძლევამოსილი შიიტური სამხედრო დაჯგუფებისთვის.

ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების მიერ ორშაბათს მიღებული გადაწყვეტილება მხოლოდ ჰეზბოლას დაჯგუფების სამხედრო ფრთას ეხება, რომელიც ამავდროულად ლიბანის ყველაზე ძლევამოსილ პოლიტიკურ პარტიას წარმოადგენს. ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის და უსაფრთხოების უმაღლესმა წარმომადგენელმა ქეთრინ ეშტონმა განაცხადა, რომ ევროკავშირი ტერორისტული ორგანიზაციების სიას ყოველ ექვს თვეში ხელახლა გადახედავს.

"ლიბანში მოქმედ ყველა პოლიტიკურ პარტიასთან დიალოგის წარმართვას ხელს ეს არ შეუშლის. ჩვენ ასევე შევთანხმდით, რომ ეს ლიბანში ლეგალური გზით ფულად გადარიცხვაზე და ევროკავშირის, ასევე მისი წევრი სახელმწიფოების მხრიდან დახმარებაზე არ აისახება"-თქვა ეშტონმა.

ჰეზბოლას შავ სიაში შეყვანა ევროკავშირის წევრებს საშუალებას აძლევს, რომ მისი აქტივები ევროპის ქვეყნებში გაყინოს. ასევე ზოგიერთ პირს შეიძლება ქვეყნიდან გასვლაც აეკრძალოს. ქეთრინ ეშტონის განცხადებით, ეს გადაწყვეტილება პოლიტიკურ სიგნალს და რეალურ სიგნალს გზავნის, რომ 28-წევრიანი ბლოკი ტერორიზმის შემწყნარებელი არ იქნება.

ევროკავშირის ამ ნაბიჯით განსაკუთრებით კმაყოფილია დიდი ბრიტანეთი და ნიდერლანდების სახელმწიფო, რომლებიც ჰეზბოლას ტერორისტულ ორგანიზაციათა სიაში შეყვანას გამუდმებით მოითხოვდნენ გასულ წელს ბულგარეთში განხორციელებული ტერაქტის გამო, რომელიც ჰეზბოლას მიერ იყო მოწყობილი. ტერაქტის შედეგად მაშინ ისრაელის ხუთი მოქალაქე და ავტობუსის მძღოლი-ბულგარელი მამაკაცი დაიღუპა.

უილიამ ჰეიგი: ბულგარეთის საშინელი ტერაქტიდან უკვე ერთი წელი შესრულდა. მას სჯერა, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც ევროპულ მიწაზე განხორციელებული ტერაქტის გამო ევროპა ასე მტკიცედ და ნათლად რეაგირებს. ტერორისტულ ორგანიზაციათა ჩამონათვალში ჰეზბოლას აღნიშვნა ევროკავშირის ლიდერებს მომავალში შესაძლო ტერორისტული საფრთხეების თავიდან აცილების მიზნით მუშაობას გაუადვილებს. სწორედ ამ შინაარსის ღია გზავნილს შეიცავს ეს გადაწყვეტილება, როგორც ჰეზბოლასთვის ასევე სხვა დანარჩენებისთვისაც.


ორწლიანი სამოქალაქო ომის ფონზე სერიოზული შეშფოთება არსებობს ასევე ჰეზბოლას მხრიდან სირიის არსებული რეჟიმის და პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის ძლიერი მხარდაჭერის გამო. ისრაელი ევროკავშირის ამ გადაწყვეტილებას მიესალმება, თუმცა უკმაყოფილოა იმით, რომ ეს გადაწყვეტილება ჰეზბოლას პოლიტიკურ ფრთას არ შეეხება.

ევროკავშირის ლიდერებმა ასევე ეგვიპტის მთავრობას მოუწოდეს, რომ პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებული პირები გაათავისუფლონ, რომელთა შორისაც არის ქვეყნის ექს-პრეზიდენტი მოჰამედ მორსი. მათ ასევე ხაზი გაუსვეს ამ ჩრდილო-აფრიკულ ქვეყანაში ინკლუზიური, დემოკრატიული პროცესის მნიშვნელობას და მოუწოდეს, რაც შეიძლება მალე ჩაატარონ სამართლიანი არჩევნები.
XS
SM
MD
LG