სირიის პრეზიდენტი ბაშარ ალ-ასადი აცხადებს, რომ მისი ქვეყნის წინააღმდეგ შეერთებული შტატების სამხედრო ოპერაციას რეგიონალური ომის გამოწვევა შეეძლება.
ამ საფრთხის განცხადებაში ერთი შეცდომაა, ბევრი ნიშნის მიხედვით - სირიის კონფლიქტი უკვე არის ის, რის შესაძლო განვითარებაზეც ასადი მსოფლიოს აფრთხილებს.
ქაიროს ამერიკული უნივერსიტეტის პროფესორი კრისტიან დონათი ამბობს, რომ რეგიონის სახელმწიფოები - დაწყებული, ასადის მოწინააღმდეგე საუდის არაბეთიდან და მისი მხარდამჭერი ირანით დამთავრებული - იყენებენ ამ ომს საკუთარ მოწინააღმდეგეებთან საბრძოლველად.
„საუდის არაბეთი სირიის კონფლიქტს განიხილავს, როგორც ირანელების შევიწროების საშუალებას. ირანელები კი ასადის წინააღმდეგ აჯანყებაში ხედავენ საფრთხეს, ლიბანთან დამაკავშირებელ დერეფნისთვის, რომლის მეშვეობითაც ისინი ჰეზბოლას ეხმარებიან.“
ახლა ყველა ეს მოთამაშე ცდილობს გათვალოს რა მიზანი აქვს შეერთებული შტატების დარტყმას. არის ეს განცხადებული დამსჯელი აქცია ქიმიური იარაღის სავარაუდო გამოყენების პასუხად, თუ ეს არის რეჟიმის შეცვლის მცდელობა.
მუსტაფა ლაბადი, რეგიონალური და სტრატეგიული კვლევების
ალ-შარქის ცენტრის დირექტორია.
„ვფიქრობ, ირანელები ფრთხილად დააკვირდებიან, თუ რამდენად შორს წავლენ ამერიკელები ბაშარ ალ-ასადის წინააღმდეგ და მერე შესაძლოა გადაწყვიტონ სამაგიერო ნაბიჯების გადადგმა. მათ ლიბანში ასევე ჰყავთ ჰეზბოლა, არაპირდაპირი სამაგიეროს გადახდისთვის, მაგრამ ამ შემთხვევაში ოპერაციაში ისრაელი ჩაერთვება. ისრაელის ჩართვის შემთხვევაში, ირანი ჩაერთვება და შესაძლოა ისრაელმა საჰაერო იერიში განახორციელოს ირანის წინააღმდეგ.“
ისრაელის ინტერესი ირანის მიმართ, თეირანის ბირთვული პროგრამით არის გამოწვეული და არა სირიის ომით. პროფესორი დონათი ამბობს, რომ შეერთებული შტატების მიერ განხორციელებულმა დარტყმამ შეიძლება ისრაელისთვის პოლიტიკური საფარი შექმნას.
„ისრაელი წლების განმავლობაში ხმამაღლა საუბრობდა ირანის წინააღმდეგ პოტენციური დარტყმის განხორციელებაზე, და რაც შეერთებული შტატების ადმინისტრაციამ გააკეთა იყო ის, რომ ცდილობდა შეეკავებინა ისრაელი და გასაგები გაეხადა, რომ შეერთებულ შტატებს ასეთი რამ არ სურდა. ამერიკას სურს გააგრძელოს დიპლომატიური ინიციატივების გზით სვლა და ვფიქრობ, რომ ეს ასეც უნდა იყოს. ვფიქრობ, შეერთებული შტატებისთვის ძალზე შემაშფოთებელი უნდა იყოს ისრაელისთვის ირანზე თავდასხმის ნებართვის მიცემა.“
პოლიტიკური ანალიტიკოსი ლაბადი მიანიშნებს, ომანის სულთნის მეშვეობით ირანსა და შეერთებულ შტატებს შორის აშკარა, კულისებს მიღმა წარმოებულ დიპლომატიაზე, რამაც იმის გარანტიები უნდა მისცეს ირანს, რომ არანაირი დარტყმა არ იქნება გამიზნული ასადის დასამხობად.
„ზედაპირზე თუ შევხედავთ, დავინახავთ შეთანხმებას საუდის არაბეთსა და შეერთებულ შტატებს შორის, ბაშარ ალ-ასადის საწინააღმდეგო რაიმე ქმედების შესახებ. უფრო თუ ჩავუღრმავდებით , დავინახავთ შეთანხმებას შეერთებულ შტატებსა და ირანს შორის იმის შესახებ, რომ შეერთებული შტატები არ გეგმავს დაამხოს ბაშარ ალ-ასადი.“
ლაბადი ირწმუნება, რომ მიუხედავად გაურკვევლობისა, რეგიონის სახელმწიფოები ამჟამად განიხილავენ საკუთარ რეაქციას შეერთებული შტატების შეზღუდულ საჰაერო დარტყმაზე. ეს თუ ასე არ იქნება, ყველა ფსონი მოიხსნება და „რეგიონალური ქაოსის“ შესაძლებლობა გაიზრდება.