გაეროს გენერალური მდივანი ბან კი მუნი მსოფლიო თანამეგობრობას აფრთხილებს, რომ სირიაში სავარაუდო სამხედრო ინტერვენციამ შეიძლება ქვეყანაში მიმდინარე სამოქალაქო ომი უარესობისკენ შეცვალოს.
გენერალურმა მდივანმა ეს განცხადება დღეს, სანქტ პეტერბურგში მიმდინარე დიდი ოცეულის სამიტზე გააკეთა. ამ ფონზე, შეერთებული შტატების პრეზიდენტი ბარაკ ობამა სირიის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციისთვის საერთაშორისო მხარდაჭერის მოპოვებას ცდილობს.
ამერიკის ელჩი გაეროში სამანტა პავერი ამბობს, რომ რუსეთი ბლოკავს გაეროს უშიშროების საბჭოს გადაწყვეტილებას სირიასთან დაკავშირებით.
„უშიშროების საბჭოში ჩვენს რუს კოლეგებთან ურთიერთობაში არაფერი იძლევა ოპტიმიზმის იმედს. ამასთან, არც პრეზიდენტი პუტინის კომენტარებშია არაფერი ისეთი, რაც უშიშროების საბჭოს სავარაუდო გადაწყვეტილებაზე მიუთითებს.“