სირიის მასობრივი ინფორმაციის საშუალებების განცხადებით, დამასკოს მახლობლად მომხდარი მძლავრი აფეთქების დროს 40-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა.
აფეთქება უსაფრთხოების ძალების ოფისთან მოხდა. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის დამკვირვებლებმა ინციდენტის ადგილზე მონიტორინგის განხორციელება დაიწყეს.
„მინდა ყველას გარკვევით ვუთხრა, განსაკუთრებით მათ ვინც ეს საშინელება ჩაიდინა, რომ არსებულ დაძაბულობას ასეთი ქმედება არ დაარეგულირებს. ასე რომ ჩვენ ყველამ, სირიის შიგნით თუ გარეთ მყოფებმა უნდა გავიაზროთ თუ რა დიდ ზიანს აყენებებ მსგავის აფეთქებები უდანაშაულო ქალებს, ბავშვებს და მთლიანად სირიელ ხალხს,-„ განაცხადა გაეროს ერთ-ერთმა დამკვირვებელმა, გენერალ-მაიორმა რობერტ მუდმა.