სირიაში გაეროს დამკვირვებლების საავტომობილო კორტეჟის მახლობლად გზისპირას დამონტაჟებული ნაღმი აფეთქდა. ამ ინციდენტის შედეგად ესკორტში მყოფი ექვსი სირიელი ჯარისკაცი დაიჭრა.
აფეთქება ქალაქ დარაას მახლობლად მოხდა. კორტეჟში იმყოფებოდა გაეროს დამკვირვებლების მისიის ხელმძღვანელი, ნორვეგიელი გენერალ-მაიორი რობერტ მუდი, რომელიც უვნებლად გადარჩა.
ეს აფეთქება კიდევ ერთხელ მიუთითებს გაეროს მისიის სირთულეზე, რომელიც სირიის მთავრობასა და აჯანყებულებს შორის მშვიდობის დამყარებას ცდილობს.
გენერალმა მუდმა დაგმო აღნიშნული ტერაქტი, რომელიც მისი თქმით კარგად ასახავს სირიელი ხალხის მდგომარეობას ქვეყანაში, სადაც ძალადობა ყოველდღიური ცხოვრების ნაწილი გახდა.