ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

შეტაკება სირიის ქალაქ რასტანთან


სირიელი აქტივისტების განცხადებით, ქალაქ ჰომსთან მათ სირიის არმიის 23 ჯარისკაცი მოკლეს. უკანასკნელი 14 თვის განმავლობაში, ეს სირიის სახელმწიფო ძალებისთვის ყველაზე მძიმე დანაკარგია ერთი დღის განმავლობაში.

აქტივისტების ინფორმაციით შეტაკება ქალაქ რასტანთან დაიწყო, რომელიც ჰომსიდან 25 კილომეტრის მანძილზე მდებარეობს.

დღეს მომხდარი ძალადობრივი დაპირისპირება საფრთხის ქვეშ აყენებს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას, რომელიც გაეროს ინიციატივით ხელისუფლებასა და მეამბოხეებს შორის დაიდო.

კვირას სირიის არმიის ჯარისკაცებმა იერიში მიიტანეს სუნიტი მუსლიმებით დასახლებულ სოფელზე, რის შედეგადაც 5 სამოქალაქო პირი დაიღუპა.

სირიის მთავრობის მიერ ჩატარებული მსგავსი რეიდები იმაზე მიუთითებს, რომ გაეროს ყოფილი გენერალური მდივანი კოფი ანანის ინიციატივა ცეცხლის შეწყვეტის თაობაზე შესაძლოა უშედეგოდ დასრულდეს.

XS
SM
MD
LG