შვეიცარიის მთავრობა ევროკავშირის მიერ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-11 რაუნდს უერთდება. ევროკავშირმა რუსეთზე სანქციების დაწესება უკრაინაში ფართომასშტაბიანი ომის დაწყების გამო დაიწყო.
შვეიცარიის ხელისუფლებამ ოთხშაბათს გადაწყვიტა, რომ ევროპული ბლოკის მიერ 23 ივნისს მიღებული ახალი ზომები თავადაც გაატაროს.
შვეიცარია 27 ქვეყნიანი ბლოკის წევრი არ არის, თუმცა იცავს მის ყველა სანქციას რუსული კომპანიებისა და ფიზიკური პირების წინააღმდეგ.
ასევე ნახეთ: შვეიცარია რუსეთის და ბელარუსის წინააღმდეგ სანქციებს აწესებსევროკავშირის სანქციების მე-11 რაუნდი მიზნად ისახავს ხარვეზების აღმოფხვრას, რათა ომის წარმოებისთვის საჭირო საქონელი არ მოხვდეს რუსეთში, იმ ქვეყნების მეშვეობით, რომლებიც ვაჭრობენ ევროკავშირთან და ინარჩუნებენ ურთიერთობას მოსკოვთან.
შვეიცარია აკრძალავს ზოგიერთი „ორმაგი დანიშნულების საქონლის“ ექსპორტს, რომელსაც შესაძლოა სამხედრო მიზნებისთვის იქნას გამოყენებული. ქვეყანამ ასევე გააფართოვა, ფასიანი ქაღალდების, რუსეთის მოქალაქეებსა და სუბიექტებზე მიყიდვის აკრძალვა.