დღეს, ირლანდიასა და ამერიკის შეერთებულ შტატებში წმინდა პატრიკის დღეს აღნიშნავენ. ეს დღე, ირლანდიისთვის მნიშვნელოვანი ეროვნული ზეიმია. ამ დღეს ისინი წმინდა პატრიკის გარდაცვალებას იხსნებენ. წლებთან ერთად, წმინდანის გარდაცვალების დღე სახალხო, ეროვნულ ზეიმად იქცა, რა დროსაც მოსახლეობა აწყობს აღლუმებს, ზეიმობს ოჯახთან და მეგობრებთან ერთად, მღერიან, ატარებენ მწვანე ფერის ტანისამოსს და აცხობენ სამყურას ფორმის ტკბილეულს.
წმინდა პატრიკის დღესთან დაკავშირებით, განცხადება ამერიკის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა გააკეთა: “ამერიკის მთავრობის სახელით საუკეთესო სურვილებს ვუგზავნი ირლანდიის ხალხს, რომლებიც დღეს თავიანთ ეროვნულ დღეს, წმინდა პატრიკის დღეს, ზეიმობენ. დღეს, მილიონობით ამერიკელი იზეიმებს ირლანდიასთან ერთად და იზეიმებს იმასაც, თუ რა გავლენა ჰქონდა ჩვენი ერის ჩამოყალიბებაში ირლანდიას“,- განაცხადა ბლინკენმა.
ამერიკაში, 2019 წელს ჩატარებული მოსახლეობის აღწერის მონაცემების მიხედვით, ქვეყანაში 32 მილიონი ირლანდიელი ცხოვრობს. ისინი ამერიკის მოსახლეობის, დაახლოებით 9%-ს შეადგენენ. მათი ეროვნული დღესასწაულიც ამერიკაში მასშტაბურად და დიდი ზეიმით აღინიშნება.
ასევე ნახეთ: ბლინკენი და ლოიდი პირველი საერთაშორისო ვიზიტით იაპონიას ეწვივნენირლანდიელმა კათოლიკეებმა, რომლებიც 1840-იან წლებში ჩავიდნენ ამერიკაში, ადგილობრივებისგან არასახარბიელო მოყროპის გამო, გადაწყვიტეს, რომ მათი დღესასწაული, რომელიც შედარებით მოკრძალებული რელიგიური დღესასწაული იყო, დიდ ზეიმად ექციათ. ასე მათ თავიანთი რელიგიური და კულტურული ტრადიციების შენაჩუნება მოახერხეს.
წლების შემდეგ, ორ ქვეყანას შორის, ისევე, როგორც ამერიკელებსა და ირლანდიელებს შორის, მშვიდობიანი, მეგობრული ურთიერთობა ჩამოყალიბდა. სწორედ ამ საკითხს გაუსვა ხაზი ბლინკენმა თავის მისალოც სიტყვაში: „ამ რთული წლის განმავლობაში ამერიკულ-ირლანდიური ურთიერთობები აგრძელებდა განვითარებას. ახლა იმაზე მეტად ვიდრე ადრე, ჩვენი ურთიერთობის სიძლიერე მნიშვნელოვანია, ვინაიდან ჩვენ ვცდილობთ, რომ გავხნსათ, თავიდან ავაშენოთ და ჩავდოთ ინვესტიციები ჩვენს ერთობლივ მომავალში. წელს ირლანდია გაერთიანებული ერების უსაფრთხოების საბჭოში ადგილს დაიკავებს და ჩვენ მოველით, რომ ჩვენი პარტნიორობა გაღრმავდება და გავაგრძელებთ მუშაობას გლობალური მშვიდობის, ურთიერთგაგებისა და ანგარიშვლადებულების მიმართულებით“,- თქვა ბლინკენმა.