ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კრამერი: ტვ პირველში შეჭრა "უდიდესი შეცდომა იქნება"


სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც პროკურატურას ტვ პირველში შესვლა და გამოძიებისთვის სასურველი მასალის ამოღება შეუძლია, ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური კრიზისის კიდევ ერთი ნაწილია. გამოძიების მთავარი მიზანი ტვ პირველის მიერ ეთერში გაშვებული აუდიო ჩანაწერის წარმომავლობის და აუდიოს ტელევიზიისთვის გადამცემი ანონიმური წყაროს დადგენა არის. აუდიო ჩანაწერმა, რომლის ავთენტურობაც ამ დრომდე დადგენილი არ არის, ქვეყნის პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისა და „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი მილიარდერი ბიზნესმენის ბიძინა ივანიშვილის ვაჟს შორის არსებულ ურთიერთობებსა და მათ მიერ სავარაუდო ძალადობის ერთობლივად დაგეგმვაზე კითხვები გააჩინა.

ეს საქართველოს კანონის დარღვევა იქნება. ეს ასევე იქნება საერთაშორისო ნორმების დარღვევა.  იმ გამოწვევებისა და კრიზისების ფონზე, რომლებიც ქვეყანამ ბოლო პერიოდში გაიარა, ეს ცეცხლზე ნავთს დაასხამს.

სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ გაჩნდა შიში, რომ ჩხრეკისა და საგამოძიებო მასალების ამოღების მიზნით, შესაძლოა ოპოზიციურად განწყობილ ტელევიზიაში პოლიცია ძალის გამოყენებით შესულიყო. განჩინების თანახმად, ეს საშიშროება დღემდე არსებობს.

„საქართველოში კრიზისია. სხვანაირად ამას ვერ ვიტყვით“, უთხრა „ამერიკის ხმას“ დევიდ კრამერმა, რომელიც სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსანი და „ფრიდომ ჰაუსის“ პრეზიდენტი იყო. მისი თქმით, მთავრობის მხრიდან ტელევიზიაში შეჭრა და მისი საქმიანობისთვის ხელის შეშლა „საქართველოსთვის საშინელი უკან გადადგმული ნაბიჯი იქნება. არ ვარ საქართველოს კანონმდებლობის ექსპერტი, მაგრამ როგორც ამიხსნეს, ეს საქართველოს კანონის დარღვევა იქნება. ეს ასევე იქნება საერთაშორისო ნორმების დარღვევა. იმ გამოწვევებისა და კრიზისების ფონზე, რომლებიც ქვეყანამ ბოლო პერიოდში გაიარა, ეს ცეცხლზე ნავთს დაასხამს“.

ამ დრომდე არ გაკეთებულა განცხადება იმაზე, დაიწყება თუ არა გამოძიება სატელეფონო ზარის შინაარსის შესახებ. კერძოდ კი ირაკლი ღარიბაშვილისა და ბერა ივანიშვილის მიერ მოზარდების დაშინების, შევიწროებისა და მათზე სავარაუდო ძალადობის ფაქტებზე. გამოძიება ამ ეტაპზე ფარული ჩანაწერების ტელევიზიისთვის მიმწოდებელი წყაროს გამოსავლენად მიმდინარეობს.


კრამერს მიაჩნია, რომ „იმის ნაცვლად, რომ ჩატარდეს ჩანაწერის ავთენტურობის გამოძიება და იმის დადგენა, თუ რას ნიშნავს ის, დაარღვია, თუ არა ვინმემ კანონი იმის მოწოდებით, რომ ვიღაცას თიენიჯერები ეცემა, გამოძიება წყაროების დადგენას ცდილობს. ისინი საქმეს არასწორი ბოლოდან უყურებენ. იმედი მაქვს, მაღალჩინოსნები გააცნობიერებენ, რომ თბილისის სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება უდიდესი შეცდომა იქნება და მართალი გითხრათ, ამ ნაბიჯს მძიმე უარყოფით შედეგები მოჰყვება“.

ვიცით პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მიერ გაკეთებული განცხადების ფაქტის შესახებაც, სადაც მან თქვა, რომ „ტვ პირველის“ ტერიტორიაზე შეჭრის ბრალდება „უსაფუძვლო და აბსურდული“ იყო.  იმედი გვაქვს ეს არ მოხდება.  წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს საშიშ პრეცედენტს შექმნის წყაროს კონფიდენციალურობის დაცვის თვალსაზრისით. ჩვენ ამ საქმეს ვაკვირდებით.

ოპოზიციურად განწყობილ ტელევიზიაზე შესაძლო ზეწოლის შესახებ საუბრობს ორგანიზაცია „რეპორტიორები საზღვრებს გარეშეც“, სადაც აცხადებენ, რომ საქმეზე დაკვირვებას აგრძელებენ. ორგანიზაციის აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის დირექტორმა ჯენი კაველიერმა „ამერიკის ხმას“ უთხრა, რომ ორგანიზაცია მხარს უჭერს „ტვ პირველის მიერ პარასკევს გაკეთებულ განცხადებას. ვიცით პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მიერ გაკეთებული განცხადების ფაქტის შესახებაც, სადაც მან თქვა, რომ „ტვ პირველის“ ტერიტორიაზე შეჭრის ბრალდება „უსაფუძვლო და აბსურდული“ იყო. იმედი გვაქვს ეს არ მოხდება. წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს საშიშ პრეცედენტს შექმნის წყაროს კონფიდენციალურობის დაცვის თვალსაზრისით. ჩვენ ამ საქმეს ვაკვირდებით“.

ტვ პირველის საქმეზე ასევე გააკეთა განცხადება შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში კელი დეგნანმა. ტელეკომპანია „ფორუმლაში“ სტუმრობის დროს მან თქვა, რომ მიესალმება იმას, რომ საქართველოს კანონმდებლობა ითვალისწინებს ჟურნალისტებისა და მათი წყაროების კონფიდენციალურობის დაცვას. ელჩის თქმით, „ეს არის საკვანძო პრინციპი მედიის თავისუფლებისა და დემოკრატიის, რათა ჟურნალისტებს შეეძლოთ პასუხისმგებლიანად საკუთარი საქმის გაკეთება დაშინებისა და ძალადობის მუქარის გარეშე. მინდა დაგარწმუნოთ, ჩვენ გავაგრძელებთ მედიის თავისუფლების აქტიურ მხარდაჭერას საქართველოში“.

თბილისის სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე, „საგამოძიებო მოქმედების ჩამტარებელ პირს ან ორგანოს უფლება აქვს წინააღმდეგობის გაწევისას გამოიყენოს იძულების პროპორციული ზომა“. 11 მარტს გამოცემულ მოსამართლის განჩინებას, რომელიც სამართალდამცავებს ტელეკომპანიაში ძალის გამოყენებით შესვლის უფლებას აძლევს, ვადა 30 დღეში გასდის.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG