პრეზიდენტობის დამაგვირგვინებელ ღონისძიებად ჩაფიქრებული ოლიმპიადა თანდათან უფრო მეტი კრიტიკის საფუძველი ხდება. ბილეთებს უცხოელები არც ისე დიდი ენთუზიაზმით ყიდულობენ
სპეციალისტების შეფასებით, სოჭის ზამთრის ოლიმპიადა ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული ტურნირია. საერთაშორისო პრესტიჟის ასამაღლებლად ჩაფიქრებული თამაშები რუსეთის ხელისუფლებას იმაზე ოთხჯერ ძვირი დაუჯდა, ვიდრე გეგმავდა.
50-მილიარდიანი ოლიმპიადის სამზადისის შესახებ უამრავი კითხვა ჩნდება. ელენა პანფილოვა ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ რუსეთის ფილიალის დირექტორია. მისი თქმით, რუსეთის მოქალაქეები შეშფოთებული არიან სამშენებლო სამუშაოებში გაბატონებული კორუფციით და ზედმეტი დანახარჯებით.
„კორუფცია კონტროლს აღარ ექვემდებარება. საქმეში ისეთი ორგანიზაციებიც ჩაერთნენ, რომლებსაც წესით ეს სამუშაოები არ უნდა ეხებოდეს. ასეთია სოციალური სამსახურები. ისინი ფულზე არ უნდა ლაპარაკობდნენ, არ უნდა იპარავდნენ და ბერავდნენ ხარჯებს. და იმის მიუხედავად, რომ არაერთხელ მიუთითეს, რომ შეეწყვიტათ მსგავსი საქმიანობა, მაინც ძველებურად აგრძელებენ. ასეთ სიტუაციაში ოლიმპიური განწყობების შეგრძნება რთული ხდება“ - აღნიშნავს ელენა პანფილოვა.
იმის ნაცვლად, რომ სოჭის ოლიმპიადა რუსებისთვის ეროვნულ დღესასწაულად გადაქცეულიყო, ექსპერტები საუბრობენ იმაზე, რომ ეს პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის ეგოცენტრიზმის პიკად იქცა. მარკ გალეოტი ნიუ იორკის უნივერსიტეტში საერთაშორისო ურთიერთობების პროფესორია. მას მიაჩნია, რომ სპორტული ღონისძიება თავიდან ასე არ იყო ჩაფიქრებული.
„როცა რუსეთი ზამთრის ოლიმპიადის სოჭში ჩატარების ინიციატივით გამოვიდა, ყველაფერი ისე მიდიოდა, როგორც ეს პუტინს სურდა. ეკონომიკა იმედისმომცემად გამოიყურებოდა. პოლიტიკურად ის პრაქტიკულად მიუდგომელი, ერთპიროვნული ლიდერი იყო. ამიტომ სოჭის ოლიმპიადა რუსეთისთვის ერთგვარი განახლების, მეორედ დაბადების საწინდარი, გენერალური რეპეტიცია უნდა გამხდარიყო. რუსეთს მსოფლიოსთვის უნდა დაენახებინა, რომ ქვეყანა იმდენად მდიდარი, ეფექტური და კარგად ორგანიზებულია, რომ თავს უფლებას აძლევს მილიარდები მსგავს სპორტულ ღონისძიებებზე დახარჯოს“ - ამბობს პროფესორი გალეოტი.
მოვლენები სხვაგვარად განვითარდა. ეკონომიკის აღმასვლის სანაცვლოდ, რუსეთის ეკონომიკურმა ზრდამ გასულ წელს 1.3 პროცენტით ვარდნა აჩვენა. ეს პუტინის გეგმებში და საარჩევნო დაპირებებში არ შედიოდა. ის ორი წლის წინ ამომრჩევლებს რუსეთს ეკონომიკის ხუთპროცენტიან ზრდას პირდებოდა. საზოგადოებრივი გამოკითხვების მიხედვით, მოსახლეობის ნახევარს აღარ სურს პუტინის მომდევნო საპრეზიდენტო არჩევნებზე ხილვა.
მას შემდეგ, რაც რუსეთის პრეზიდენტი საერთაშორისო საზოგადოებამ ავტორიტარიზმისთვის გააკრიტიკა, პუტინი იძულებული გახდა რამდენიმე პოლიტპატიმარი გეთავისუფლებინა. მათ შორის მიხეილ ხოდორკოვსკიც იყო, თავის დროზე პრეზიდენტის ერთ-ერთი მთავარი ოპონენტი. გერმანიაში ჟურნალისტებთან საუბრისას ხოდორკოვსკიმ იმედი გამოთქვა, რომ პუტინი არ შეეცდება მთელი ცხოვრება რუსეთის ლიდერი იყოს.
ოპონენტის გათავისუფლებამ პუტინის საერთაშორისო იმიჯზე დიდი გავლენა ვერ მოახდინა. სოჭის ოლლიმპიადაზე დასასწრებ ბილეთებს უცხოელები არც ისე დიდი ენთუზიაზმით ყიდულობენ. ამას რამდენიმე მიზეზი აქვს. ნაწილს უსაფრთხოებასთან დაკავშირებული პრობლემები აფერხებს. მოგზაურობაც საკმაოდ ძვირი ჯდება. დასავლეთში ბევრი პროტესტს რუსეთში უმცირესობათა უფლებების დაუცველობას, გეების წინააღმდეგ მიმართულ კანონმდებლობასაც უცხადებს.
დასავლეთის ქვეყნების ხელისუფლების წარმომადგენლები, მათ შორის შეერთებული შტატების, დიდი ბრიტანეთის და საფრანგეთის ლიდერები სოჭში ოლიმპიადის გახსნის ცერემონიალზე გაფრენას არ აპირებენ. იანვრის ბოლოს ევროკავშირის ლიდერებმა პუტინთან დაგეგმილი ორდღიანი შეხვედრა რამდენიმე საათამდე შეამცირეს.
ამ ყველაფრის მიუხედავად, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ რუსეთის პრეზიდენტი იმედს არ კარგავს. ოლიმპიური ცეცხლის ანთების შემდეგ, როცა სოჭის ცა სხვადასხვა ფერის ფოიერვერკებით განათდება, ადამიანებს ყველაფერი ცუდი დროებით გადაავიწყდებათ და სპორტული ზეიმი ნეგატიურ განწყობებს ცოტა ხნით მაინც უკან მოიტოვებს.

Your browser doesn’t support HTML5