სოჭში ოლიმპიური თამაშების გახსნამდე ერთ კვირაზე ნაკლები დრო რჩება. ვიდრე რუსეთი უსაფრთხოების ზომებს ამკაცრებს, ბევრი ექსპერტი საუბრობს, რომ შეიძლება ეს ცოტათი დაგვიანებულიც იყოს და საფრთხე შესაძლოა უკვე თავად მოქმედების ეპიცენტრში არსებობდეს. ექსპერტების თქმით, საფრთხეები ქვეყნის შიგნით იმდენი არსებობს, რომ მათ უსაფრთხოების თანამშრომლების ვერანაირი რაოდენობა ვერ გაუმკლავდება.
2004 წლის ჩეჩნეთი, მაისის თვე. მეორე მსოფლიო ომის დამთავრების თარიღთან დაკავშირებული საზეიმო აღლუმი, ნაცისტურ გერმანიაზე გამარჯვების 59 წლისთავი და აფეთქების ხმა.
დედაქალაქის სტადიონზე დამონტაჟებული ბომბის აფეთქების შედეგად რამდენიმე ათეული ადამიანი დაიღუპა და ასობით დაშავდა, მათ შორის ჩეჩნეთის ახლადარჩეული პრეზიდენტი და ხელისუფლების სხვა წარმომადგენელებიც იყვნენ. ბეტონის ბოძში ჩამონტაჟებული ბომბის აფეთქების შედეგად მიყენებული ტრამვების გამო დღემდე ბევრი ადამიანი იტანჯება.
ამის გათვალისწინებით, ექსპერტები შიშობენ რომ რუსეთი ფედერაციის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის მიერ სოჭში შექმნილი უსაფრთხოების „ რკინის ღობე“ შეიძლება დაგვიანებულიც იყოს. ამის შესახებ იან ვონ გორდონი, დიპლომატიის ინსტიტუტის წარმომადგენელი საუბრობს.
მისი თქმით, თავდაჯერებულად იმის თქმა რომ 100 პროცენტით ეს ეფექტური იქნება, არ შეიძლება, თუმცა მან მისი დამონტაჟება დიდი ხნით ადრე დაიწყო. როდესაც სოჭში ოლიმპიადიას გამართვის შესახებ გახდა ცნობილი და მშენებლობის პროცესმაც სტარტი აიღო. ეს იმას ნიშნავს, რომ ამ ღობის აშენება ოლიმპიური ქალაქის მშენებლობის დაწყებამდეც შეიძლებოდა.
იან ვონ გორდონი დიპლომატიური ინსტიტუტის ოპერაციების ტრეინინგების დირექტორია ოჰაიოს შტატში, იანგთაუნში, რომელიც გაზრდილი საფრთხის პირობებში მოქალაქეთა უსაფრთხოების დაცვის საკითხებს უზრუნველყოფს. ის ასევე ჩრდილოეთ კავკასიაში მოქმედი ტერორისტული დაჯგუფებების ექსპერტიც არის.
მისი განცხადებით, სავარაუდოდ არსებობენ ადამიანები რომლებმაც მუშაობა დაიწყეს კონტრაქტის საფუძველზე სამშენებლო კომპანიებში მშენებლებად, ან თავად ოლიმპიადის მიმდინარეობის დროს, და ასე აღმოჩნდნენ ამ კომპანიების მიერ როგორც თანამშრომლები და კონტრაქტორები სოჭის ოლიმპიადაზე.
დაახლოებით 100 000 დაქირავებული მუშა-ხელია დასაქმებული ამჟამად ქალაქ სოჭშიც და მის გარეუბნებშიც ოლიმპიადის ღონისძიებებისთვის საჭირო ნაგებობების აშენების მიზნით. მათ გაყავთ კანალიზაციის არხები, ასევე ავტობუსების მძღოლად მუშაობენ. და თითქმის წარმოუდგენელია ყველა მათგანის გამოკვლევა, აცხადებს გლენ ჰოვარდი, ჯეიმსთაუნის ფონდის პრეზიდენტი, რომელიც ვაშინგტონში მდებარეობს.
მისი თქმით, ძალიან დიდი პრობლემაა იმ ადამიანებშიც, რომლებიც სოჭში უკვე ჩავიდნენ სამუშაოდ. მათ უკვე შეეძლოთ ბომბის ჩაბეტონება.
ეს 2004 წლის აღლუმის მსგავსად, როდესაც ექსპერტებმა განაცხადეს, რომ ჩეჩენმა სეპარატისტებმა შესაძლოა ასაფეთქებელი მოწყობილობები სტადიონის მშენებლობის პროცესში დიდი ხნით ადრე ჩაამონტაჟეს, ვიდრე ის გაიხსნებოდა.
გლენ ჰოვარდის განცხადებით, ის გაკვირვებულიც კი დარჩება, თუკი დღეიდან და ოლიმპიადის გახსნამდე 6 თებერვლამდე არანაირი აფეთქება ან ინციდენტი არ მოხდება ადგილზე.
სოჭი კავკასიის დასავლეთით მდებარე რეგიონია, სადაც სეპარატისტებმა ფიცი დადეს, რუსებს სიცოცხლის ბოლომდე ებრძოლონ. ვაშინგტონის სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევის ინსტიტუტის რუსეთის და ევრაზიის პროგრამის დირექტორი ენდრიუ კუჩინსი ამბობს, რომ შეიძლება ოლიმპიური თამაშები ექსტრემისტების შურისძიების მიზნით საჭირო ადგილიც იყოს.
იან ვონ გორდონი ამბობს, ეს არის განსაკუთრებული, უპრეცედენტო სიტუაცია, როდესაც სოჭში მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყნის წარმომადგენელი ჩადის, რათა უმაღლესი დონის ღონისძიებებში მიიღოს მონაწილეობა.
ვიდრე რუსეთი სოჭში ტერორისტებისგან თავდაცვის მიზნით თავის ძალისხმევას განაგრძობს, შეიძლება ოლიმპიური თამაშების უდიდესი საფრთხე უკვე ადგილზე სოჭში არსებობდეს.