ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სი-ენ-ენმა ობამას ექსკლუზიური ინტერვიუ გადასცა


ამერიკის პრეზიდენტი ბარაკ ობამა აცხადებს, რომ ზამთრის ოლიმპიადის მასპინძელი ქალაქი სოჭი უსაფრთხო გარემო იქნება ამერიკელებისთვის და თუ ადამიანებს დაგეგმილი ჰქონდათ ოლიმპიადაზე დასწრება მათ ეს გეგმები არ უნდა შეცვალონ. ობამამ ეს განცხადება ტელეკომპანია „სი-ენ-ენის“ ერთერში გააკეთა.

ინტერვიუში მან ასევე მოუწოდა ამერიკულ კომპანიებს იმ ადამიანების დასაქმებაზე იზრუნონ, რომლებიც უკვე დიდი ხანია ეძებენ სამსახურს.

ობამამ აღნიშნა, რომ ის გააგრძელებს კონგრესთან ახლო თანამშრომლობის დამყარების ძალისხმევას, თუმცა ასევე აპირებს გამოიყენოს აღმასრულებელი ბრძანების ძალაც და ზოგიერთი კანონი, რომლის მიღებასაც კონგრესი ეწინააღმდეგება, საკანონმდებლო ორგანოს თანხმობის გარეშე დაამტკიცოს.
XS
SM
MD
LG