ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ობამას საგანგებო მიმართვა


პრეზიდენტი ბარაკ ობამა აპირებს დაასრულოს მასობრივი თვალთვალის პროგრამა, რომელიც ამერიკის მოქალაქეების სატელეფონო ზარების მონაცემების მოგროვებას გულისხმობს. ამ ინფორმაციაზე ხელმისაწდომობა მხოლოდ შესაბამისი სასამართლო სანქციის საფუძველზე იქნება დაშვებული

პრეზიდენტმა ობამა ეროვნული უშიშროების სააგენტოს რეფორმის შესახებ განცხადება დღეს, 17 იანვარს გააკეთა. პრეზიდენტი აცხადებს, რომ რეფორმა იმ 46 რეკომენდაციას ემყარება, რომელიც ედუარდ სნოუდენის სკანდალის შემდეგ პრეზიდენტის მიერ შექმნილმა სპეციალურმა სამუშაო ჯგუფმა შეიმუშავა. რეკომენდაციებს შორისაა ჯაშუშური სააგენტოს ოპერაციებზე მეტი კონტროლისა და ანგარიშვალებულების დაწესების მექანიზმების შემუშავება.

პრეზიდენტმა ეროვნული უშიშროების სააგენტოს სატელეფონო მინაცემების მოგროვების შეწყვეტის თარიღად 28 მარტი დააწესა.


XS
SM
MD
LG