ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამინდის პროგნოზი სოჭის ოლიმპიადისთვის


1980-ანი წლების შემდეგ ოლიმპიადის მასპინძელი ქვეყნები ხელოვნურ თოვლსა და ყინულს აწარმოებენ

გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:02:34 0:00
ბმული

დანიელ სკოტი უკანასკნელი რამდენიმე წლის მანძილზე ზამთრის ოლიმპიური თამაშების მასპინძელი ქალაქების ამინდს სწავლობს. 1924 წლის შემდეგ ზამთრის ოლიმპიადა 19 ქალაქში ჩატარდა. სკოტის მიზანია ერთ შეკითხვას გასცეს პასუხი:

„ამჟამად შერჩეულ ზამთრის ოლიმპიადის მასპინძელი ქალაქების ამინდი შეესაბამება თუ არა ზამთრის თამაშებისთვის საჭირო პირობებს და რა გავლენა აქვს ამ ფაქტორზე კლიმატურ ცვლილებებს.“

სკოტი აცხადებს, რომ 19-ვე ქალაქს უახოლოეს მომავალში კვლავ შეეძლება ზამთრის თამაშების მასპინძლობა, თუმცა სამომავლოდ მდგომარეობა რადიკალურად შეიცვლება:

„აღმოვაჩინეთ, რომ კლიმატური სცენარების გათვლის საფუძველზე საუკუნის შუაში 19-დან მხოლოდ 10 ქალაქი შეძლებს ზამთრის ოლიმპიადის გამასპინძლებას, ხოლო საუკუნის ბოლოსკენ კი ეს რაოდენობა 6-მდე შემცირდება.“

ზამთრის თამაშების წარმატებით ჩასატარებლად ჰაერის ტემპერატურა ისეთი დაბალი უნდა იყოს, რომ თოვლი და ყინული არ დადნეს. 1980-ანი წლების შემდეგ ოლიმპიადის მასპინძელი ქვეყნები ხელოვნურ თოვლსა და ყინულს აწარმოებენ. გარდა ამისა, ხშირ შემთხვევაში საციგაო ტრასები მაცივრის ტექნოლოგიებითაა აშენებული. ზამთრის თამაშების მსვლელობისას თოვლისა და ყინულის მართვა მაღალ ტექნოლოგიური ამინდის რადარებზე დაყრდნობითაც ხდება.

მეცნიერები აცხადებენ, რომ 1950-იანი წლების შემდეგ დედამიწის ჰაერი სტაბილურად თბება. ამას მანქანების, საწარმოებისა და ადამიანის ინდუსტრიული საქმიანობის შედეგად წარმოქმნილი სათბურის გაზები იწვევს. 2010 წელს ვანკუვერის ზამთრის ოლიმპიადის წინ ქალაქში თბილი მასების გადაადგილების შედეგად ამინდი უჩვეულოდ თბილი იყო.

„ისე დათბა, რომ ჩრდილოეთ ვანკუვერში თოვლის საფარი დადნა. ჰაერის ტემპერატურის მომატების გამო ხელოვნური თვლის შექმნაც პრობლემა გახდა.“

იმის გამო, რომ სოჭი სანაპირო ქალაქია, გაჩნდა მოსაზრება, რომ ამინდის გამო შესაძლოა ზოგიერთი თამაშის წარმატების ჩატარებას ხელი შეეშალოს. კლიმატური დათბობა რომც არ გავითვალისწინოთ, ზამთრის ოლიმპიადის ისტორიაში სოჭი ყველაზე თბილი მასპინძელი ქალაქია, სადაც ზმათარში ჰაერის საშუალო ტემპერატურა 10 ცელსიუსია.

სკოტის თქმით, მის ანგარიშში რამდენიმე მნიშვნელოვანი გამოწვევაა გამოკვეთილი, რომელთა გათვალისწინებაც არა მხოლოდ საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტს, არამედ ათლეტებსაც მოუწევთ.
XS
SM
MD
LG