შოლცი: „გერმანიაში ანტისემიტიზმის ადგილი არ არის“

გერმანიის კანცლერმა, ოთხშაბათს, ბერლინში მდებარე სინაგოგასთან მომხდარი თავდასხმის გამო შეშფოთება გამოთქვა. სამართალდამცავი უწყების განცხადებით, თავდასხმისას, სინაგოგას, მოლოტოვოს კოქტეილი ესროლეს.

„მინდა პირდაპირ ვთქვა, რომ აღშფოთებული ვარ. პირადად აღმაშფოთებს ის, რასაც ზოგიერთი ყვირის და აკეთებს“ - განაცხადა ოლაფ შოლცმა ეგვიპტეში ვიზტის დროს.

ასევე ნახეთ: ბაიდენი ისრაელიდან: როგორც ჩანს, საავადმყოფოს აფეთქება "სხვა გუნდმა" გამოიწვია

სოციალურ მედიაში გამოქვეყნებულ პოსტში ის ასევე წერს - "ამაზრზენია ჩვენს ქუჩებში ებრაულ ინსტიტუტებზე თავდასხმები და ძალადობის აქტები, არ შეიძლება ამას შევეგუოთ. გერმანიაში ანტისემიტიზმის ადგილი არ არის."

პოლიციის ცნობით, ბერლინის ცენტრში მდებარე სინაგოგას, ოთხშაბათს დილით, მოლოტოვის კოქტეილები ორმა მამაკაცმა ესროლა. სამართალდამცავების განცხადებით, დაკავებულია მამაკაცი, რომელიც ანტისემიტურ სლოგანებს ყვიროდა. გამოძიება გრძელდება. პოლიციის განცხადებით, ინციდენტის დროს შენობა არ დაზიანებულა.

გერმანიაში, ებრაული დაწესებულებების ირგვლივ, უსაფრთხოების ზომები მას შემდეგ გაძლიერდა, რაც 7 ოქტომბერს, „ჰამასმა“ ისრაელზე თავდასხმა განაცხორციელა.