სულ ცოტა, 8 561 მიგრანტი შევიდა კანარის კუნძულებზე მარტო ბოლო ორი კვირის განმავლობაში. ეს წლევანდელი სრული რაოდენობის მესამედზე მეტია, აცხადებს ესპანეთის შინაგან საქმეთა სამინისტრო. ცნობა მადრიდმა ორშაბათს, 17 ოქტომბერს გაავრცელა.
ახალი ანგარიშის მიხედვით, 1 იანვრიდან 15 ოქტომბრის ჩათვლით, ატლანტის ოკეანის ამ კუნძულებზე წელს 23 537 მიგრანტი მიიღეს. გასული წლის იმავე პერიოდის მონაცემებთან შედარებით, ეს მიგრაციის 80%-იან ზრდას ადასტურებს.
ბოლო დროს, სენეგალიდან და აფრიკის სხვა ქვეყნებიდან წამოსული მიგრანტებისთვის, არქიპელაგის კუნძულები ესპანეთში შესვლის მთავარი კარიბჭე გახდა. დანარჩენები ესპანეთამდე მიღწევას ხმელთაშუა ზღვის გადაკვეთით ცდილობენ.
მადრიდი შეშფოთებას გამოთქვამს წელს არალეგალური მიგრაციის გაზრდის გამო. ესპანეთი აცხადებს, რომ ევროპის კავშირის დახმარების გარეშე, სიტუაციას ვეღარ გაუმკლავდება.
Facebook Forum