საუდის არაბეთის დედაქალაქ რიადში, სპარსეთის ყურის არაბი ლიდერები ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინს შეხვდნენ. პარასკევს, 9 დეკემბერს გამართულ შეხვედრას, საუდის არაბეთის გვირგვინოსანი უფლისწული მოჰამედ ბინ სალმანი მასპინძლობდა, რომელიც ახლო აღმოსავლეთის ერთ-ერთ წამყვან ლიდერად და მნიშვნელოვან გლობალურ პარტნიორად განიხილება.
ასევე ნახეთ: საუდის არაბეთის შუამავლობით რუსეთმა 10 უცხოელი ტყვე გაათავისუფლასი ძინპინს რიადში დიდი საზეიმო ცერემონიით დახვდნენ. ის მოგვიანებით არაბული ლიგის ლიდერებსაც შეხვდა. ლიგის სახელმწიფოების არეალი სპარსეთის ყურეს, ლევანტს და აფრიკის ქვეყნებს მოიცავს.
პარასკევს, 6 სახელმწიფოს ენერგორესურსებით მდიდარი სპარსეთის ყურის თანამშრომლობის საბჭოს შეხვედრამდე, მხარეებმა ჩინეთთან ხელი მოაწერეს სტრატეგიული პარტნიორობის პაქტს. საუდის არაბეთის უფლისწულმა დოკუმენტის ხელმოწერის შემდეგ თქვა, რომ ეს "ჩინეთთან ურთიერთობის ახალი, ისტორიული ეპოქის დასაწყისია".