ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჩინეთი და უკრაინა ბაიდენის მაკრონთან შეხვედრის მთავარი თემები იქნება


აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი დღეს თეთრ სახლში შეერთებულ შტატებში ვიზიტით მყოფ საფრანგეთის პრეზიდენტს, ემანუელ მაკრონს უმასპინძლებს. მოლაპარაკებები შეეხება ისეთ თემებს, როგორიცაა რუსეთის ომი უკრაინაში, ჩინეთის გავლენები ინდოეთ-წყნარი ოკეანის რეგიონში და სხვა.

ფრანგი და ამერიკელი ოფიციალური პირების ცნობით, განხილული იქნება ირანის ბირთვული პროგრამა და უსაფრთხოების სიტუაცია აფრიკის საჰელის რეგიონშიც.

მაკრონი პირველი უცხოელი პრეზიდენტია, რომელსაც ის თეთრ სახლში, გაპრეზიდენტების შემდეგ უმასპინძლებს.

კონგრესმენებთან შეხვედრისას, პრეზიდენტმა მაკრონმა ორ ქვეყანას შორის არსებული დაძაბულობის ერთი წყარო ახსენა და პრეზიდენტ ბაიდენის ინფლაციის შემცირების კანონმდებლობაზე ისაუბრა. მისი თქმით, სუბსიდიები, რომლებიც ამერიკული წარმოების პროდუქციისკენაა მიმართული, "ძალიან აგრესიულია" ევროპული კომპანიების მიმართ.

XS
SM
MD
LG