ნოემბერში ირანსა და დასავლეთის სახელმწიფოებს შორის ირანის ატომურ პროგრამასთან დაკავშირებით მოლაპარაკება განახლდება
Your browser doesn’t support HTML5
მსოფლიოს ლიდერი ქვეყნები 7 ნოემბერს, ირანის ბირთვული შეიარაღების საკითხზე მოლაპარაკებების განახლებისთვის ემზადებიან. ამერიკის ხმის კორესპონდენტი ანდრე დე ნეშნერა ერთ-ერთ საჩოთირო თემას ეხება, რომელიც ამ შეხვედრის დროს უნდა განიხილონ - ეს არის ირანზე დაწესებული დასავლეთის სანქციები, რომელთა გაუქმებასაც ირანის ხელისუფლება ითხოვს.
შეერთებული შტატები და ევროკავშირი დარწმუნებულია, რომ ირანი ბირთვული იარაღის განვითარებას ცდილობს, თუმცა თეირანი აცხადებს, რომ ეს პროგრამა მხოლოდ სამშვიდობო, სამოქალაქო მიზნებისთვის არის განკუთვნილი.
იმისათვის, რომ ირანის მიერ ურანის წარმოების პროგრამაზე ზეწოლა განახორციელოს, გაეროს უშიშროების საბჭომ ირანს სანქციები დააკისრა. დამატებით, შეერთებულმა შტატებმა და ევროკავშირის ქვეყნებმა ირანთან მიმართებაში საკუთარი ინდივიდუალური ზომებიც მიიღეს.
ახლა, როდესაც უკვე მომწიფდა ირანთან ამ საკითხზე სერიოზული დიალოგის გამართვა, რომლის ინიციატორები მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები არიან, ირანი მასზე დაწესებული სანქციების გამარტივებას ითხოვს. შეერთებული შტატები, გარკვეული სანქციების შერბილებაზე საუბრობს. როგორც ამ მოლაპარაკებებში ჩართული ამერიკელი მაღალჩინოსანი ამერიკის ხმასთან აცხადებს, დრო მოვიდა, რომ სანქციებთან დაკავშირებით პატარა პაუზა აიღონ.
ანალიტიკოსები ამბობენ, რომ სანქციებმა ირანის ეკონომიკას და ეროვნულ ვალუტას ზიანი მიაყენა, გაზარდა უმუშევართა რაოდენობა და ინფლაცია გამოიწვია.
თუმცა გაეროში ამერიკის ყოფილი ელჩი, ჯონ ბოლტონი აცხადებს, რომ არ არსებობს არანაირი მტკიცებულება იმასთან დაკავშირებით, რომ სანქციებმა ირანის დამოკიდებულება შეცვალა ბირთვული ენერგიის წარმოების ამბიციებთან მიმართებაში.
ჯონ ბოლტონი: ამ წლის დასაწყისში, საერთაშორისო ატომური ენერგიის სააგენტოს დირექტორის განცხადებების თანახმად, ასევე ობამას ადმინისტრაციის ეროვნული სადაზვერვო სამსახურის დირექტორის მიერ გაკეთებული განცხადების მიხედვით, ისინი ვერ ხედავენ ვერანაირ შედეგს, რომ ბირთვული იარაღის წარმოების პროგრამაზე სანქციებმა გავლენა იქონიეს.
წლების განმავლობაში, დასავლური ქვეყნები და ირანი მონაწილეობენ მოლაპარაკებებში, რომლის მიზანი თეირანის მიერ ბირთვული იარაღის წარმოების საკითხის გარკვევაა.
ექსპერტები აცხადებენ, რომ ერთი პრობლემა რომელიც ცოტა ხნის წინ თეირანში განიხილებოდა, ურანის წარმოების შემცირება იყო, დასავლეთის ეკონომიკური და ფინანსური სანქციების გამარტივების სანაცვლოდ. თუმცა ამასთან დაკავშირებით მხოლოდ ძალიან პატარა წინსვლა არსებობს.
ჟენევაში რამდენიმე კვირის წინ გამართული შეხვედრის დროს, ორივე მხარემ გამოთქვა ოპტიმიზმი, და განაცხადეს, რომ დიალოგი კონსტრუქციულად მიმდინარეობს. მხარეებს შორის მორიგი შეხვედრა 7-8 ნოემბერს გაიმართება.
ანალიტიკოსები ირანის მხრიდან დამოკიდებულების შეცვლას, ირანის პრეზიდენტის პოსტზე ჰასან როჰანის არჩევას უკავშირებენ, რომელიც დასავლეთთან თანამშრომლობის მომხრეა.
ირანსა და დასავლეთს შორის მოლაპარაკების პროცესის გრძელების პარალელურად, ამერიკელი სენატორები უფრო მკაცრ სანქციებზე საუბრობენ ირანთან დაკავშირებით, თუკი ურანის გამდიდრების პროგრამა არ შემცირდება.
მასაჩუსეტსის ტექნოლოგიის ინსტიტუტის ექსპერტი ირანის ბირთვული იარაღის წარმოების საკითხებთან დაკავშირებით ჯიმ ვოლში აცხადებს რომ ასეთი ქმედება კონტრ-პროდუქტიული იქნება.
ჯიმ ვოლში: მოლაპარაკებების მიმდინარეობისას კონგრესისთვის უშედეგო იქნება ახალი სანქციები მიიღოს. ირანსაც რომ მსგავსი მოქმედება ჩაედინა, მოლაპარაკებების პროცესის დროს 20% დაეჩქარებინა და გაეზარდა ურანის წარმოება. ამის გამო ყველას სანერვიულო გაუჩნდებოდა, მათ შორის შეერთებულ შტატებსაც. ისინი იტყოდნენ, რომ შეუძლებელია ისეთ ხალხთან მოლაპარაკება, რომლებიც ამ პროცესის დროს სანქციებს ამკაცრებენ. იმ ადამიანებმა, რომლებიც სანქციების მომხრე არიან, უნდა იფიქრონ იმაზეც თუ რა შეფასება მოჰყვება ამას ირანელების მხრიდან.
ამერიკის იარაღის ეროვნული კონტროლის ასოციაციის კერძო კვლევის სამსახურის წარმომადგენელი დერილ კიმბელი, ირანის წინააღმდეგ მკაცრი სანქციები შეიძლება უფრო შორს წავიდეს.
დერილ კიმბელი: ირანი, სხვა ქვეყნების მსგავსად თავმოყვარე ქვეყანაა თავისი ლიდერებით და ხალხით. ისინი არ აპირებენ ნებისმიერ მოთხოვნაზე დანებებას, თუნდაც სანქციები კიდევ უფრო გამკაცრდეს. სანქციებთან დაკავშირებით ლიმიტებიც არსებობს.
ამერიკის ხმის სპარსული განყოფილების ბოლო ინტერვიუს მიხედვით, ვენდი შერმანმა, რომელიც ამერიკის მხრიდან ირანთან მოლაპარაკების მთავარი ფიგურაა, მხარეებს მოუწოდა ირანთან ახალი სანქციების დაწესების საკითხის ვადა გადაწიონ.
კიმბელს და სხვა ექსპერტებს სჯერათ, რომ ნოემბერში დაგეგმილი დიალოგი დასავლეთის ქვეყნებსა და ირანს შორის, ატომური იარაღის წარმოებასთან დაკავშირებული პრობლემის გადაჭრის ყველაზე კარგი გზა არის.
თუმცა ჯოელ რუბინი, „პლოგშეარს“ ფონდის წარმომადგენელი რომელიც ატომური ენერგიის პოლიტიკაზე მუშაობს, აცხადებს, რომ პრეზიდენტი ბარაკ ობამა პოლიტიკურ რისკზე მიდის.
ჯოელ რუბინი: ეს არ უნდა დარჩეს შეუმჩნეველი, რადგან ობამას ადმინისტრაციისთვის მთავარი იყო საკითხის მოგვარების მიზნით დიპლომატიური მცდელობების გაგრძელება. თუმცა მხოლოდ ეს არ არის პოლიტიკური რისკი, ეს პოლიტიკური აუცილებლობაც არის. პრეზიდენტ ობამას შეუძლია, დაამტკიცოს რომ, მოლაპარაკების გზით ის ამოწმებს ირანს და ქმნის სიტუაციას, რომ ამერიკული ლიდერშიპი ეკონომიკურ სანქციებს, უსაფრთხოების საკითხებისთვის იყენებს.
თუმცა რუბინს და სხვებს სჯერათ რომ რეალური პროგრესის მისაღწევად, მოლაპარაკებების დროს ორივე მხარემ უნდა შეძლოს სამი ათეული წლის განმავლობაში არსებული უნდობლობის პერიოდის გადალახვა. ამან შეიძლება გარკვეული დრო წაიღოს, მანამდე კი სანქციები ძალაში რჩება.