ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი ქვეყნის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით 15 და 16 ოქტომბერს დაგეგმილ მოლაპარაკებებს ოპტიმისტურად უყურებს. ზავად ჯარიფმა ამასთან დაკავშირებით განცხადება ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე გამოაქვეყნა.
ირანის საგარეო უწყების ხელმძღვანელი, რომელიც ამავე დროს გაეროს უშიშროების საბჭოს 5 მუდმივ წევრთან და გერმანიასთან მოლაპარაკებებზე ირანის უმაღლესი წარმომადგენელია, იმედოვნებს, რომ სამშაბათს და ოთხშაბათს დაგეგმილ შეხვედრებს ირანის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით არსებული გაუგებრობის გადაწყვეტის პოტენციალი აქვს. შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ჯონ კერიც აცხადებს, რომ მოლაპარაკებისთვის გზა ხსნილია.