ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პირველი ნაბიჯი თეირანმა უნდა გადადგას


ირანმა მსოფლიო ლიდერებს ბირთვულ პროგრამაზე მოლაპარაკების გეგმა წარუდგინა

სამშაბათს ჟენევაში ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის საკითხებში პრესცენტრის მდივანმა მაიკლ მანმა განაცხადა, რომ კონკრეტულ დეტალებს თეირანის გეგმის შესახებ ვერ გაამჟღავნებს.
გაეროს უშიშროების საბჭოს 5 მუდმივს წევრს და გერმანიას სურს, ირანთან გრძელვადიან გეგმაზე ისაუბროს, რომელიც თეირანის ბირთვული პროგრამის პრობლემას გადაწყვეტს და ნდობის აღდგენის მიზნით, ირანს სანქციებს შეუმსუბუქებს.

თუმცა , როგორც მაიკლ მანი აღნიშნავს, ჯერი ახლა ირანზეა:

„რწმენის აღდგენის მიზნით, პირველი ნაბიჯი ირანის მხარემ უნდა გადადგას. საერთაშორისო ვალდებულებების დარღვევის პასუხისმგებლობა თეირანს ეკისრება. ჩვენ ხელთ გვაქვს ირანის პროგრამის შესახებ უშიშროების საბჭოს და საერთაშორისო ატომური ენერგიის სააგენტოს მართველთა საბჭოს რეზოლუციები. პირველი სიტყვა სწორედ ირანმა უნდა თქვას.“

ევროკავშირის საგარეო ურთიერთობათა უმაღლესი კომისრის კეტრინ ეშტონის განცხადებით, ორდღიანმა მოლაპარაკებებმა "ფრთხილი ოპტიმიზმის" შეგრძნება გააჩინა.

შეგახსენებთ, რომ ირანის ახლადარჩეულმა პრეზიდენტმა ჰასან როჰანიმ დასავლეთთან დიპლომატიური ურთიერთობის სანაცვლოდ ირანისთვის სანქციების შემსუბუქება მოითხოვა. თუმცა გაეროს უშიშროების საბჭოს წევრები და გერმანია პირველი პოზიტიური ნაბიჯის გადადგმას თეირანისგან ითხოვენ.
XS
SM
MD
LG