რუსეთის უზენაესი სასამართლო: გაწვეულ პირს ალტერნატიული სამსახურის არჩევის უფლება აქვს

რუსეთის უზენაესმა სასამართლომ გამოსცა გადაწყვეტილება, რომელიც აცხადებს, რომ მობილიზებულმა რუსმა ჯარისკაცმა შეიძლება იმსახუროს ალტერნატიულ საჯარო სამსახურში.

უფლებადამცველმა ორგანიზაცია „წვევამდელთა სკოლამ“, 23 ნოემბერს განაცხადა, რომ უზენაესმა სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, რომელიც აღიარებს მობილიზაციის დროს ალტერნატიული საჯარო სამსახურის შესაძლებლობას და მობილიზაციის შესახებ კანონის, რუსეთის კონსტიტუციასთან შეუსაბამობაზე მიუთითებს.

კონსტიტუცია ითვალისწინებს, რომ პირებს, რომლებიც ნასამართლობის გამო ვერ ახერხებენ სამხედრო სამსახურში მონაწილეობას, უფლება აქვთ, სანაცვლოდ, ალტერნატიულ საჯარო სამსახურში ჩაერთონ. მობილიზაციის შესახებ კანონი არ ითვალისწინებს ალტერნატიული სამსახურის შესაძლებლობას.

უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება მიღებულ იქნა სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის მიერ შეტანილ საჩივარზე, რუსეთის ლენინგრადის ოლქის მცხოვრების, პაველ მუშუმანსკის საქმეზე, რომელიც გაწვეული იყო ე.წ. ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაციის დროს, 2022 წლის სექტემბერში.

სანქტ-პეტერბურგის სასამართლომ მარტში დაამტკიცა მისი უფლება, აერჩია ალტერნატიული საჯარო სამსახური, მისი რელიგიური მრწამსის გამო.

ასევე ნახეთ: რუსეთი დნიპროპეტროვსკისა და ხერსონის რეგიონებს უტევს

მედიის ცნობით, ევანგელისტმა მუშუმანსკიმ, სამხედრო სამსახურის ნაცვლად ალტერნატიული სამსახური 2019 წელს გაიარა. მაგრამ, მისი მოთხოვნა შარშან გაწვევის დროს უარყოფილი იქნა.

სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახური დაჟინებით მოითხოვდა, რომ მუშუმანსკის სამხედრო ფიცი დაედო, მაგრამ მან უარი თქვა იარაღის აღებაზე.

საქმე საბოლოოდ უზენაეს სასამართლომდე მივიდა, რომელმაც მის სასარგებლოდ მიიღო გადაწყვეტილება.

გადაწყვეტილების მიხედვით, მოქალაქეთა მობილიზაციისკენ მოწოდებისას აუცილებელია გათვალისწინებული იყოს ალტერნატიული საჯარო სამსახურის კონსტიტუციური უფლება.