ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსეთი ამტკიცებს, რომ შავი ზღვის და ყირიმის თავზე 17 უკრაინული დრონი გაანადგურა


22 სექტემბერი, სევასტოპოლი, ყირიმი, უკრაინა, 2023 წ.
22 სექტემბერი, სევასტოპოლი, ყირიმი, უკრაინა, 2023 წ.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ამბობს, რომ სამშაბათს შავი ზღვისა და ყირიმის ნახევარკუნძულის თავზე უკრაინიდან გაშვებული 17 დრონი გაანადგურა ან მათი გადააადგილება შეზღუდა.

სამინისტრომ "ტელეგრამზე" დაწერა, რომ 9 დრონი საჰაერო თავდაცვვის სისტემებმა გააანადგურა, 8 კი - ელექტრონულმა რადარებმა დააფიქსირა. სევასტოპოლში შავი ზღვის პორტის ოკუპანტების დანიშნულმა გუბერნატორმა მიხაილ რაზვოჟაიევმა თქვა, რომ ჩამოცვენილი ნამსხვრევები სოფელ ანდრიივკაში კერძო სახლს დაეცა და მცირე ხანძარი გამოიწვია. მსხვერპლის შესახებ ცნობები არ გავრცელებულა.

ერთ-ერთი რუსული მედიასაშუალება - "შოტი" წერს, რომ ქალაქების - ნოვოფედორივკისა და საკის მიდამოებში გათენებისას, დილის 4 საათზე აფეთქებების ხმა გაისმა. საკიში რუსეთის საჰაერო ბაზა მდებარეობს. ახალი ამბების სააგენტო "როიტერის" ჟურნალისტებმა, რომლის მასალასაც ეს სტატია ეყრდნობა, ცნობების დამოუკიდებლად გადამოწმება ვერ მოახერხეს.

უშუალოდ ამ განცხადებების შესახებ კომენტარი არ გაუკეთებია უკრაინულ მხარეს. თუმცა ბოლო თვეების განმავლობაში ყირიმში რუსული ინფრასტრუქტურა ხშირადაა თავდასხმის სამიზნე. ყირიმი 2014 წლიდან რუსეთს უკანონოდ აქვს ანექსირებული.

XS
SM
MD
LG