რამდენიმე წუთის წინ, რუსეთის სასამართლომ ალექსეი ნავალნი დამნაშავედ ცნო პირობით სასჯელის წესების დარღვევაში და მას 3 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
ვინაიდან ნავალნის, ამავე ბრალდებისთვის მანამდე მოხდილი აქვს სასჯელის ვადა, სასამართლოს მიერ დაწესებული განაჩენი შეუმცირდება და ის საპატიმროში, ჯამში, 2 წელსა და 8 თვეს გაატარებს.
რუსეთის პენიტენციურმა სამსახურმა, ნავალნის წინააღმდეგ საჩივარი იანვრის შუა რიცხვებში შეიტანა. ისინი ამტკიცებდნენ, რომ ნავალნიმ პირობითი სასჯელის მოხდის წესები დაარღვია, როცა ქვეყანა დატოვა და საპატიმროში არ გამოცხადდა.
ნავალნიმ ქვეყანა დატოვა, თუმცა არა საკუთარი ნებით. ის საბჭოთა ნერვული აგენტით, "ნოვიჩოკით" მოწამვლის შემდეგ, ოჯახის წევრებმა და თანაპარტიელებმა, კომაში მყოფი გერმანიაში გადაიყვანეს.
ასევე ნახეთ: ნავალნის და ოპოზიციური მოძრაობის მომავალი რუსეთში- რისი არ ეშინია ნავალნის?ნავალნი გერმანიაში ხუთი თვე იმყოფებოდა და იქ მკურნალობისა და რეაბილიტაციის კურსს გადიოდა. 2021 წლის 17 იანვარს, ის რუსეთში დაბრუნდა, სადაც ის საპასპორტო კონტროლის გავლის დროს დააკავეს.
ნავალნი საკუთარ მოწამვლაში ბრალს პუტინს დებს. მან თავის "იუთუბ" გვერდზე 2 საგამოძიებო ფილმიც გამოაქვეყნა, სადაც "ეფესბეს" მიერ, მისი მოწამვლის დაგეგმაზე საუბრობს და აცხადებს, რომ ის ოპერაციის უშუალო მონაწილეებს ესაუბრა.
თავდაპირველად ნავალნის 30-დღიანი წინასწარი პატიმრობა მიუსაჯეს. დღეს კი მისი პირობითი სასჯელი, მოსკოვის სასამართლოდ პატიმრობით შეცვალა. ნავალნის ადვოკატი აცხადებს, რომ ის და მისი კლიენტი სასამართლოს ამ გადაწყვეტილებას გაასაჩივრებენ.
ნავალნის თანაპარტიელებმა ხალხს ქუჩაში გამოსვლისა და პროტესტისკენ მოუწოდეს.
ნავალნის სასამართლო პროცესის პარალელურად, სასამართლოს შენობასთან პოლიტიკოსის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობდა. პოლიციამ დემონსტრანტების ნაწილი დააკავა.
სასამართლო პროცესს ნავალნი შუშის კაბინიდან ადევნებდა თვალს, თავის სიტყვით გამოსვლაში მან ბრალდება უარყო. ის ამბობს, რომ კომაში იყო, შემდეგ კი მოწამვლის გვერდითი ეფექტებისა და მძიმე ფიზიკური მდგომარეობის გამო, უბრალოდ ვერ შეძლებდა მოსკოვში ეცნობებინა მისი ადგილსამყოფელის შესახებ. გარდა ამისა, ისედაც ყველამ იცოდა, სად და რატომ იყო წასული ის.
ასევე ნახეთ: ბლინკენი: რუსეთის ქმედებებისადმი საპასუხო ზომები განიხილებანავალნის დაკავების გამო, შეშფოთება გამოთქვეს დასავლეთის ლიდერებმა. ამერიკის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ ნავალნის საკითხი, დაკავება და მოწამვლა, ვლადიმირ პუტინთან სატელეფონი ზარისას განიხილა.
ექსპერტები თვლიან, რომ ნავალნის დაკავებამ, შესაძლოა, დიდი ბზარი გააჩინოს რუსეთ-დასავლეთის ურთიერთობებში, ზუსტად ისე, როგორც ეს მიხაილ ხადარკოვსკის შემთხვევაში მოხდა. ნავთობმაგნატი ხადარკოვსკი, პუტინის კიდევ ერთი კრიტიკოსი, 2003 წელს დააკავეს და მან ციხეში 10 წელი დაჰყო.