რუსი ოპოზიციონერი, ალექსეი ნავალნი, მხარდამჭერებს მიმართავს და მოუწოდებს მათ რომ შაბათ-კვირას დაგეგმილ აქციებზე გავიდნენ და საკუთარი პროტესტი დააფიქსირონ. ნავალნი ამბობს, რომ ახლა შიშის დრო არ არის და პროტესტი უნდა გაგრძელდეს.
ნავალნის განცხადება საპყრობილიდან მისი გუნდის წევრებმა ვებგვერდზე განათავსეს. სადაც ის ამბობს:
"გამოდით, არაფრის შეგეშინდეთ. არავის სურს იცხოვროს იმ ქვეყანაში სადაც ტირანია და კორუფცია სუფევს. უმრავლესობა ჩვენს მხარესაა,"- ამბობს ალექსეი რუსეთში დაგეგმილი მასშტაბური აქციის წინა დღეს.
გასული შაბათ-კვირის მსგავსად ამ კვირის ბოლოსაც რუსეთის თითქმის ყველა დიდ ქალაქში მასშტაბური მსვლელობებია დაგეგმილი. ნავალნის მხარდამჭერები შეკრებას იმის, მიუხედავად გეგმავენ, რომ შესაძლოა მათ მიმართ პოლიციამ ძალას გადაამეტოს და ისინი დააკავონ კიდეც. მხოლოდ ორ დღეში რუსეთში გასულ შაბათ-კვირას პოლიციამ 4 000 ადამიანი დააკავა.
დაკავებულთა შორის ნავალნის გუნდის წარმომადგენლებიც არიან. მაგალითად ირინა ფატიანოვა, რომელიც საპროტესტო მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერია. ფატიანოვას აქციებამდე რამდენიმე საათით ადრე საკნტ-პეტერბურგის სასამართლომ ადმინისტრაციულ კანონდარღვევაზე დამატებით 10 დღე დაუმატა რაც ნიშნავს, რომ ფატიანოვა აქციებს ვერ დაესწრება და მის ორგანიზებაში მონაწილეოას ვერ მიიღებს.
მოსამართლის მიზანიც სწორედ ეს იყო და პროკურატურის სარჩელის შინაარსიც. პროკურორები ამბობდნენ, რომ ფატიანოვამ სანკტ-პეტერბურგში არასანქცირებული აქციის ორგანიზება მოახდინა. თავდაპირველად ირინა ფატიანოვას 7 დღიანი პატიმრობა ჰქონდა მისჯილი ბოლო სასჯელი 17 დღემდე გაიზარდა.
არიან ისეთი ადამიანებიც, რომლებსაც პოლიციამ დაკავებისას ნარკოტიკები "ჩაუდო" ამ დრომდე უკანონო დაკავებების შესახებ არაერთი სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.
საამართლო სხდომებს აფსურდს უწოდებს თავად ალექსეი ნავალნიც. რომელსაც რუსული პროკურატურა თაღლითობაში ადანაშაულებს. ნავალნი ამბობს, რომ პროცესი პოლიტიკურია.
"ეს არის უკანონობა და ეს სამწუხაროდ რუსეთში ჩვეულებრივი მოვლენა გახდა,"- ამბობს ნავალნი.
ალექსეი ნავალნი 17 იანვარს მაშინ დააკავეს, როდესაც ის გერმანიიდან-რუსეთში ჟურნალისტებთან და ოჯახის წევრებთან ერთად დაბრუნდა. ნავალნის წინასწარ ჰქონდა ინფორმაცია რომ მას რუსეთში დააკავებდნენ რადგან კრემლი 2021 წლის დასაწყისში საუბრობდა, რომ თუ ნავალნი რუსეთში არ დაბრუნდებოდა მის ექსტრადაციას მოითხოვდნენ.
ნავალნი გერმანიაში რამდენიმე თვის განმავლობაში სამკურნალოდ იმყოფებოდა. მწვავე მოწამვლით მოსკოვიდან სამკურნალოდ გადაყვანილი რუსი ოპოზიციონერი მოგვიანებით აღმოჩნდა, რომ რუსული ნერვული აგენტით "ნოვიჩოკით" იყო მოწამლული. ნივთიერებას კი მხოლოდ რუსული სპეცსამსახურები იყენებენ.
დარჩება თუ არა ალექსეი ნავალნი საპატიმროში ეს ორ თებერვალს გახდება ცნობილი, როდესაც მისი სასამართლო სხდომა გაიმართება.
Facebook Forum