მოსკოვი ირწმუნება, რომ უკრაინული ქალაქის ბახმუტის 75 პროცენტს სრულად აკონტროლებს. განცხადება ამის შესახებ „რასია 24“-ზე, მოსკოვის მიერ აღიარებულმა და დანიშნულმა რეგიონულმა ლიდერმა, დენის პუშილინმა გააკეთა. აღნიშნულს უკრაინული მხარე არ ადასტურებს.
მისი თქმით ამ დროისთვის ნაადრევია, ქალაქის „სრულად დაცემაზე“ საუბარი. პუშილინმა სავარაუდოდ ბახმუტიდან ვიდეოც გამოაქვეყნა სადაც ისმის აფეთქებებისა და სროლის ხმებიც, კადრში ჩანან ევგენი პრიგოჟინის „ვაგნერის“ რაზმის სამხედროები.
ასევე ნახეთ: ბუჩის ტრაგედიიდან ერთი წლის შემდეგ, ქალაქში ოპტიმიზმს არ კარგავენრუსეთი უკვე თვეებია ცდილობს ბახმუტის აღებას, მოსკოვში ფიქრობენ, რომ ამ უკრაინული ქალაქის აღება საშუალებას მისცემს რუსულ ჯარს უკრაინაზე ახალი იერიშები მიიტანოს. კიევსა და დასავლეთში მიაჩნიათ, რომ განადგურებულ ქალაქს რუსეთისთვის მხოლოდ სიმბოლური მნიშვნელობა აქვს და არა სტრატეგიული.
რუსეთ-უკრაინის ომში ბახმუტისთვის ბრძოლაას განსაკუთრებული ადგილი უკავია, ის უკვე 7 თვეზე მეტია მიმდინარეობს. პატარა უკრაინული ქალაქისთვის ბრძოლას დიდი მსხვერპლი მოჰყვა, როგორც ერთ ასევე მეორე მხარეს.