რუს ჟურნალისტს, გაზეთ "ნოვია გაზეტას" მთავარ რედაქტორს, მატარებელში თავს დაესხნენ.
დმიტრი მურატოვი, რომელიც 2021 წლის ნობელის პრემიის ლაურეატია, ფილიპინელ ჟურნალისტ მარია რესასთან ერთად, ხუთშაბათს მოსკოვიდან სამარაში მიმავალ მატარებელში იმყოფებოდა, როდესაც მას უცნობმა პირებმა წითელი საღებავი შეასხეს.
ასევე ნახეთ: უკრაინის რადა ქართველ ხალხს მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის„კუპეში შემომასხეს ზეთოვანი საღებავი, აცეტონით. თვალები საშინლად მეწვის. მოსკოვი-სამარის მატარებელში ვიყავი. ზეთის სუნი მთელ ვაგონში დგას. მგზავრობა უკვე 30 წუთით გადაიდო. ვეცდები ჩამოვიბანო. მან დაიყვირა: „მურატოვ, აი შენ ჩვენი ბიჭებისთვის", -წერია „ნოვაია გაზეტას" „ინსტაგრამ" გვერდზე.
28 მარტს დამოუკიდებელმა რუსულმა გამოცემამ, "ნოვაია გაზეტამ", მუშაობა გააჩერა. რედაქციამ განაცხადა, რომ რუსეთის მედიამონიტორინგის სახელმწიფო სააგენტოსგან კიდევ ერთი გაფრთხილება მიიღეს, რომლის შემდეგ გაზეთის ონლაინ და ბეჭდვითი ვერსიის გამოცემის შეჩერება გადაწყვიტეს.
Novaya Gazeta-ს ჟურნალისტებმა, რომლებიც რუსეთიდან საფრთხის გამო გაიქცნენ, განაცხადეს, რომ მათ ახალი მედია საშუალება დააფუძნეს, რომელიც მიზნად ისახავს რუსეთში და მთელ მსოფლიოში განვითარებული მოვლენების გაშუქებას რუსულ და სხვა ენებზე. კირილ მარტინოვი, ნოვაია გაზეტას პოლიტიკური საკითხების განყოფილების ყოფილი რედაქტორი, ნოვაია გაზეტა ევროპის მთავარი რედაქტორი იქნება, ნათქვამია გამოცემის განცხადებაში.
ასევე ნახეთ: რა არის რუსული ჯარის "აქილევსის ქუსლი"?უკრაინაში რუსეთის ომის დაწყების შემდეგ "ნოვაია გაზეტამ" დაწერა, რომ მურატოვი ნობელის პრემიის პრესტიჟულ მედალს უკრაინელების დასახმარებლად ყიდის.