რუსეთის მაღალჩინოსნები ეგვიპტეში ჩადიან

ამერიკის მხრიდან ეგვიპტისთვის სამხედრო დახმარების შეწყვეტის ფონზე, რუსეთსა და ეგვიპტეს შორის ურთიერთობები უფრო გამყარდა
ოთხშაბათს ეგვიპტეში რუსეთის მაღალჩინოსნების დელეგაცია ჩავიდა, რაც მათ შორის მოკავშირეობაზე კიდევ ერთხელ მიუთითებს, რადგან ეს ვიზიტი იმ ფონზე მიმდინარეობს როდესაც, შეერთებულ შტატებსა და ამერიკას შორის დაძაბულობა იზრდება. ზოგიერთ ანალიტიკოსს სჯერა, რომ ეგვიპტემ მხოლოდ თავის საგარეო ურთიერთობებს აღრმავებს, რაც ყველა მონაწილე მხარისთვის სასარგებლო იქნებოდა. ქაიროდან ამერიკის ხმის კორესპონდენტი ელიზაბეტ აროტი მოგვითხრობს.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის და თავდაცვის მინისტრის სერგეი შოიგუს ვიზიტის მიზანს ეგვიპტეში ეკონომიკური, პოლიტიკური და უსაფრთხოების საკითხების განხილვა წარმოადგენს.

ეს ვიზიტი ეგვიპტეში მაშინ იმართება, როდესაც ეგვიპტეს და მისი დიდი ხნის მოკავშირე შეერთებული შტატებს შორის სიტუაცია იძაბება, რადგან ამერიკა ეგვიპტეს მოჰამედ მორსის სამხედროების მხრიდან თანამდებობიდან ჩამოგდების შემდეგ დახმარებას უწყვეტს.

ეგვიპტე თავის დამოკიდებულებას იცვლის მოსკოვის სასარგებლოდ.

ცივი ომის დროს არსებული ალიანსის პერიოდში, ეგვიპტეს დიდი გავლენა ჰქონდა სამხედრო ტექნიკის წარმოებაში, ქვეყანაში განვითარებული იყო ინფრასტრუქტურა, ქალაქი ასუანი, რომელიც ენერგეტიკულად მშიერი ერისთვის მნიშვნელოვანი მონაგარი იყო.

თუმცა 1970 წლებში დაგროვილი ვალების ფონზე, ამერიკისთვის ქაიროსა და ისრაელს შორის ურთიერთობები მომგებიანი არ იყო, ამიტომ ეგვიპტემ სხვა პლანზე გადაიწია.

მოსკოვსა და ეგვიპტეს შორის ახალი კავშირები, ეგვიპტელ ხალხში არსებული ნეო-ნაციონალისტური დამოკიდებულების ფონზე მყარდება.

მაი ვაბა რომელიც აქტივისტთა ჯგუფის“ ტამადორის“ პრეს სპიკერია, ამბობს რომ არამხოლოდ რუსეთი და ჩინეთი, არამედ სხვა ქვეყნებიც შეიძლება ეგვიპიტის პარტნიორებად განვიხილოთ.

მაი ვაბა: ეგვიპტე არცერთი ქვეყნისკენ განსაკუთრებით არ გადაიხრება, თუმცა ვინც პატივს სცემს ეგვიპტეს, ეგვიპტისგანაც იქნება დაფასებული.

თუმცა შეერთებული შტატებთან ბზარი შეიძლება მოჩვენებითიც იყოს. ვაშინგტონი მხარს უჭერდა კოოპერაციას საკვანძო საკითხებში, ისეთი როგორიც არის ანტიტერორისტული საკითხები და ასევე სინაის ნახევარკუნძულის უსაფრთხოება.

პოლიტიკური ანალიტიკოსი ჰიშამ კასემი ამბობს, რომ მილიარდი დოლარის სამხედრო იარაღის ვაჭრობის საკითხი რუსეთთან არანაირ მნიშვნელობას არ წარმოადგენს იმ ქვეყნისთვის, რომელსაც უკვე აქვს იმაზე მეტი იარაღი ვიდრე სჭირდება.

ჰიშამ კასემი: თუკი ასეთი გარიგება იქნებოდა, ის დარწმუნებულია, რომ ეს იარაღით ვაჭრობას შეეხებოდა, თუმცა ამას აზრი არ აქვს.

ის ასევე უარყოფს საუბრებს რუსეთის სამხედრო ბაზის ეგვიპტეში განლაგების თაობაზე, რადგან ის ახლო აღმოსავლეთში ერთადერთ პორტს დაკარგავს, სირიის სახით, სადაც ამჟამად სამოქალაქო ომი მიმდინარეობს. ის ამბობს, რომ ამგვარი შეთანხმება ამერიკელებმაც ვერ მიიღეს.

ეგვიპტელი მაღალჩინოსნები ასევე ნებისმიერი სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავების შესაძლებლობას უარყოფენ. საგარეო საქმეთა მინისტრი ნაბილ ფამი ამ თემაზე საუბრობს.

ნაბილ ფამი: რუსეთთან ურთიერთობების მნიშვნელოვნად გაღრმავებას მოველი, მომავალში ის დივერსიფიცირებულ სახეს მიიღებს, თუმცა ეს არცერთ შემთხვევაში არ იქნება არცერთ სხვა ქვეყანასთან ურთიერთობის ალტერნატივა.

ზოგიერთი თვლის რომ ეს კარგი იქნება.

ჰიშამ კასემი: ეს შეიძლება პროდუქტიული ყველასათვის - მათ შორის შეერთებული შტატებისთვისაც იყოს, თუკი ეგვიპტე უფრო დიპლომატიურად მიუდგება საკითხს. სიტუაცია სირიაში უფრო კარგად იქნებოდა გადაწყვეტილი თუკი მხარეები არ იფიქრებდნენ რომ მათ ამის ძალა არ შესწევთ.

კასემს მიაჩნია რომ ეგვიპტეს, რომელსაც მძლავრი საერთაშორისო და რეგიონალური კავშირები აქვს, შეუძლია რეგიონში მნიშვნელოვანი მოთამაშის როლი აღადგინოს.