თურქეთსა და რუსეთს შორის ურთიერთობა დაიძაბა. ამის მიზეზი უკრაინაში, რუსეთის მიერ მხარდაჭერილ მეამბოხეებზე, უკრაინელი სამხედროების მიერ მიტანილი იერიში გახდა.
უკრაინელმა სამხედროებმა მოწინააღმდეგეზე იერიში არსებული ინფორმაციით, თურქეთში წარმოებული დრონებით მიიტანეს. კრემლში მიაჩნიათ, რომ ანკარის ქმედებები შემაშფოთებელია.
რუსეთის პოზიციაა, რომ თურქეთმა საკუთარი წარმოების იარაღი უკრაინას არ უნდა მიყიდოს, რადგან ეს რეგიონში დესტაბილიზაციას საფრთხეს უქმნის. სწორედ ამიტომ კრემლი ანკარისგან მოითხოვს სამხედრო შეიარაღება უკრაინას არ მიყიდოს.
ასევე ნახეთ: ერდოღანის თურქეთის ბუნდოვანი მომავალიიმას, რომ უკრაინამ მოწინააღმდეგეზე იერიში თურქული წარმოების დრონით მიიტანა, ის ვიდეოც ადასტურებს, რომელიც უკრაინის თავდაცვის დეპარტამენტმა გამოაქვეყნა. ეს პირველი შემთხვევაა, როცა უკრაინამ რუსეთის მიერ მხარდაჭერილი სეპარატისტების წინააღმდეგ თურქული წარმოების იარაღი გამოიყენა.
თუქეთის წარმოების დრონები გასულ წელსაც აქტუალური საკითხი იყო, მაშინ ანკარას ვაშინგტონი და ბრიუსელი აკრიტიკებდა. დრონების აწყობა თურქეთში ხდება, თუმცა მისი ძირითადი ნაწილი ამერიკის შეერთებულ შტატებში მზადდება. შარშან ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ თურქეთმა ასეთი დრონები აზერბაიჯანს გადასცა, რომელმაც დრონები მეზობელ სომხეთთან ომის დროს გამოიყენა.