ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ერდოღანი ამბობს, რომ ამერიკისთვის გადახდილ ფულს თურქეთი რაიმე სახით აინაზღაურებს


თურქეთის პრეზიდენტი რეჯებ ტაიპ ერდოღანი
თურქეთის პრეზიდენტი რეჯებ ტაიპ ერდოღანი

თურქეთი და შეერთებული შტატები პროგრესს მიაღწევენ მოლაპარაკებებში, რომლებიც F16-ის საბრძოლო თვითმფრინავების ყიდვას უკავშირდება. ამის შესახებ განცხადება თურქეთის პრეზიდენტმა რეჯებ ტაიპ ერდოღანმა გააკეთა.

საინფორმაციო სააგენტო "ანადლოუ" ასევე იუწყება, რომ ანკარა აინაზღაურებს 1.4 მილიარდ დოლარს, რომელიც ამერიკას გადაუხადა F-35 ტიპის სამხედრო თვითმფრინავების საყიდლად. ეს გარიგება ვაშინგტონმა მას შემდეგ დაბლოკა, რაც თურქეთმა რუსული სარაკეტო სისტემა S-400 იყიდა.

ერდოღანის განცხადებით, შეერთებულმა შტატებმა თურქეთს უფრო დახვეწილი F-35-ების ნაცვლად F-16-ები შესთავაზა წინასწარ გადახდილი თანხის სანაცვლოდ.

ვაშინგტონი, რომელმაც თურქეთის თავდაცვის ინდუსტრიას დეკემბერში სანქციები დაუწესა, აცხადებს, რომ ანკარასთვის არანაირი ფინანსური გარიგება არ შეუთავაზებია.

"ჩვენ 1.4 მილიარდ დოლარს რაიმე ფორმით დავიბრუნებთ", თქვა ერდოღანმა და დასძინა: "მე მჯერა, რომ პროგრესს მივაღწევთ. ჩვენ ამაზე, რა თქმა უნდა, რომში დაგეგმილ დიდი ოცეულის სამიტზე (შეერთებული შტატების პრეზიდენტ) ბაიდენს დაველაპარაკებით".

Facebook Forum

XS
SM
MD
LG